თავი XXXIX — სადავო საკითხების განხილვა და კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. კომისიაში წარდგენილ განცხადებას (საჩივარს) სადავო საკითხის განხილვის თაობაზე კომისია განიხილავს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესების შესაბამისად.
2. კომისიასადავო საკითხს განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია საკუთარი ინიციატივით მიიღებს გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარების თაობაზე.
3. კომისია სადავო საკითხის განხილვის უფლებამოსილების განხორციელებისას გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების (საჩივრის), მათ შორის, სრული დოკუმენტებისა და ინფორმაციის, მიღებიდან 2 თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, თუ კომისიას ინფორმაციის მოსაძიებლად დამატებითი დრო სჭირდება. კომისიის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულო
მთავარი მონაცემები
ვადა2 თვის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.12.2019).
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 155. სადავო საკითხების განხილვა 1. კომისიაში წარდგენილ განცხადებას (საჩივარს) სადავო საკითხის განხილვის თაობაზე კომისია განიხილავს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესების შესაბამისად. 2. კომისიასადავო საკითხს განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია საკუთარი ინიციატივით მიიღებს გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარების თაობაზე. 3. კომისია სადავო საკითხის განხილვის უფლებამოსილების განხორციელებისას გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების (საჩივრის), მათ შორის, სრული დოკუმენტებისა და ინფორმაციის, მიღებიდან 2 თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, თუ კომისიას ინფორმაციის მოსაძიებლად დამატებითი დრო სჭირდება. კომისიის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა .
Law of Georgia „on Energy and Water Supply“, მუხლი 155, №5646-რს, 20.12.2019, სარეგისტრაციო კოდი 300280000.05.001.019734 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4747785/muxli-155/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია