1. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემა არის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა, რომელიც მოიცავს:
ა) ანგარიშთა გეგმას;
ბ) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციებს;
გ) რეგულირების მიზნებისათვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების ფორმასა და შინაარსს;
დ) ანგარიშგების პერიოდულობას;
ე) პირის მიერ ერთზე მეტი სალიცენზიო საქმიანობის ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, ფინანსური შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის ბუღალტრული აღრიცხვის განცალკევებულად წარმოების წესებს.
2. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის წარმოება სავალდებულოა გადაცემის ლიცენზიატისა და იმ განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის, რომელსაც არანაკლებ 50 000 მომხმარებელი ჰყავს.
3. (ამოღებულია - 22.12.2021, №1198).
4. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიან სისტემას ამტკიცებს კომისია.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
თავი XXXVII. ინფორმაციის წარდგენა და კონფიდენციალურო
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2021-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2021 კანონი №1198
წინა რედაქცია (27.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 149. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემა 1. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემა არის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა, რომელიც მოიცავს: ა) ანგარიშთა გეგმას; ბ) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციებს; გ) რეგულირების მიზნებისათვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების ფორმასა და შინაარსს; დ) ანგარიშგების პერიოდულობას; ე) პირის მიერ ერთზე მეტი სალიცენზიო საქმიანობის ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, საფინანსოური შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის ბუღალტრული აღრიცხვის განცალკევებულად წარმოების წესებს. 2. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის წარმოება სავალდებულოა გადაცემის ლიცენზიატისა და იმ განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის, რომელსაც არანაკლებ 50 000 მომხმარებელი ჰყავს. 3. თუ პირი ფლობს ერთზე მეტ ლიცენზი(ას ან /და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად ეწევა სხვა სამეწარმეო საქმიანობას , იგი ვალდებულია სალიცენზიო საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების , ხარჯების , აქტივების , ვალდებულებების , საფინანსო შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის მუხლების აღრიცხვა აწარმოოს განცალკევებულად , ერთიანი საბუღალტრო -სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად 22.12.2021, №1198). 4. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიან სისტემას ამტკიცებს კომისია. თავი XXXVII. ინფორმაციის წარდგენა და კონფიდენციალურობა