თავი I — კანონის რეგულირების სფერო. ტერმინთა განმარტება
1. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.
2. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს, ასევე უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი აწარმოოს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
3. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/ სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, ასევე უწყებრივი სალიცენზიო/ სანებართვო რეესტრის ასლი.
4. (ამოღებულია - 21.04.2017, №643).
5. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობაში ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატში, ასევე უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.
საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5647 - ვებგვერდი, 09.01.2012წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №643 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
კარი II. ლიცენზიის გაცემა
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.04.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.04.2017 კანონი №643
- 27.12.2011 კანონი №5647
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.12.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 5151. . მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები 1. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემგამცემი ი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები. 2. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს, ასევე უუწყებრივი წყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი აწარმოოს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. 3. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/ სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, ასევე უუწყებრივი წყებრივი სალიცენზიო/ სანებართვო რეესტრირეესტრის ს ასლი. 4. (ამოღებულია - 21.04.2017, №643). 5. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობაში ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატში, ასევე უუწყებრივ წყებრივსალიცენზიო/სანებართვო სალიცენზიო/ სანებართვო რეესტრში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით. კარი II . ლიცენზიის გაცემა თავი II. ლიცენზიის სახეებიგაცემა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 40, 18/07/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება