„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონ ში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები
1. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემ ი ორგანო უფლება მოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საქმისწარმოებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამულ ი უზრუნველყოფა და მართვის ერთიან ი ავტომატურ ი საშუალებებ ი.
2. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს,ასევე უ წყებრივ ი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრ ი აწარმოოს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით.
3. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს და გასცეს მის მიერ შექმნილი ან მასთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი, მათ შორის, სალიცენზიო/ სანებართვო მოწმობა ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატი, ასევე უ წყებრივ ი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრ ი ს ასლი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ი დოკუმენტის, მათ შორის,სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატის, ასევე უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ელექტრონულ ასლ ებ ს და მ ათ ამონაბეჭდ ებ ს აქვ ს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც ამ დოკუმენტს.
5. ლიცენზიის ან/და ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში, მათ შორის, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობაში ან სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატში,ასევე უ წყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრ ში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.“.
2. მე-13 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა და ინფორმაციისა იმ ლიცენზიის თაობაზე, რომელიც გაიცემა მართვის ერთიან ი ავტომატურ ი საშუალებებ ის გამოყენებით;“.
3. 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში − „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს მონაცემები ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა მონაცემებისა იმ ლიცენზიის თაობაზე, რომელიც გაიცემა მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის 27დეკემბერი.
№5647–რს