„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს ამ კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ან/და გამარტივებული პროცედურა.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5663 – ვებგვერდი, 31.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5663
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.03.2020 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 92. დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დროებით ბანკზე საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს ამ კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული ან/და გამარტივებული პროცედურა. [მუხლი 93 . სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო და მისი გაცემის საფუძველი 1. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. 2. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რეზიდენტი. 3. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა ამ კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. (ამოქმედდეს 2020 წლის 15 აპრილიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 40, 18/07/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება