1. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
2. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რეზიდენტი.
3. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა ამ კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.
საქართველოს 2020 წლის 19 თებერვლის კანონი №5722 – ვებგვერდი, 24.02.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 19.02.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 19.02.2020 კანონი №5722
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 40, 18/07/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება