„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№5722-IIს
სარეგისტრაციო კოდი
300310000.05.001.019776
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/02/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა) 93 მუხლი:

„მუხლი 9​3. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის გამცემი ორგანო და მისი გაცემის საფუძველი

1. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიას გასცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

2. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მაძიებელი და ლიცენზიის მფლობელი შეიძლება იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რეზიდენტი.

3. სამხედრო პროდუქციაზე საბროკერო მომსახურების ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებელმა ამ კანონით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია.“;

 ბ) 161 მუხლი:

„მუხლი 161. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გაცემის წესი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის გასაცემად კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, აგრეთვე კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურები და გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2020 წლის 15 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

19 თებერვალი 2020 წ.

N5722-IIს

რა შეცვალა ამ აქტმა (1 მუხლი)

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.02.2020.
როდის იქნა მიღებული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.02.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5722-IIს. სარეგისტრაციო კოდი — 300310000.05.001.019776.
რამდენი მუხლისგან შედგება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.02.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №5722-IIს, 19.02.2020, სარეგისტრაციო კოდი 300310000.05.001.019776 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4738601/