„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დონორი − პირი, რომლის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის დონაციაც ხორციელდება მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ;“;
ბ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) რეციპიენტი − პირი, რომელიც იღებს ადამიანის ორგანოს ან/და რომლისთვის გამოსაყენებლადაც განკუთვნილია ადამიანის ქსოვილი ან უჯრედი;“.
2. XX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვა, ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენება“.
3. 114-ე−117-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 114
1. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის დონაცია არის ნებაყოფლობითი და უანგარო.
2. პირს აქვს მისი ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ დონაციაზე წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ან უარის განცხადების უფლება. ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ დონორის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. დაუშვებელია პირზე რაიმე ფორმით ზემოქმედება მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
3. რეციპიენტისთვის ადამიანის ორგანოს გადანერგვა ან ადამიანის ქსოვილის ან/და უჯრედის გამოყენება შეიძლება მხოლოდ რეციპიენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.
4. აკრძალულია ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის დონაციის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება, შეთავაზება/მიცემა. აკრძალულია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, აგრეთვე ადამიანის ქსოვილებით ან უჯრედებით ვაჭრობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით.
5. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის დონაციისა და მოპოვების წესი და პირობები განისაზღვრება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით.
1. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის ორგანოების გადანერგვისა და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სათანადო წესების შემუშავება და დანერგვა და მათი შესრულების კონტროლი.
2. დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საქმიანობას ადამიანის ორგანოების გადანერგვისა და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანერგოს შესაბამისი ხარისხისა და უსაფრთხოების სისტემა.
ადამიანის ორგანოს მოპოვება და გადანერგვა, აგრეთვე ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის მოპოვება, ტესტირება, დამუშავება, პრეზერვაცია, შენახვა, განაწილება ან/და ადამიანისთვის გამოყენება ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.
ადამიანის ორგანოების გადანერგვასა და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით.“.
4. 118-ე−122-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №123 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
თბილისი, 1 ნოემბერი 2023 წ. N3615-XIIIმს-Xმპ |

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.🔗
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №123 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი
თბილისი, 1 ნოემბერი 2023 წ. N3615-XIIIმს-Xმპრა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 3. გამოყენებულ ცნებებს, თუ კანონში არ არის განსაკუთრებული მითითება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
- მუხლი 113. ცხოველებზე სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის წარმოებისას მკვლევარი ვალდებულია დაიცვას საექსპერიმენტო ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ყველა არსებული პრინციპი
- მუხლი 114. ადამიანის მიერ ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების (შემდგომ – „ორგანო“) გაცემა სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ, მათი სხვა ადამიანისათვის გადანერგვის, მკურნალობის, მეცნიერული კვლევის და სწავლების
- მუხლი 115. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს ორგანოს სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ გაცემაზე თანხმობის ან უარის წერილობით გაცხადების უფლება. თანხმობის დამადასტურებელი განცხადება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
- მუხლი 116. ცოცხალი დონორის ორგანოს გამოყენება სხვა ადამიანის სამკურნალოდ ან/და გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცოცხალი დონორი არის:
- მუხლი 117. 1. არასრულწლოვანი (გარდა მცირეწლოვანისა) ცოცხალი დონორისაგან ძვლის ტვინის აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია, თუ:
- მუხლი 118. თუ მიღებული სამედიცინო სტანდარტებით გარდაცვლილი შესაფერი კანდიდატია ორგანოს ასაღებად, ამასთან, მას სიცოცხლეში არა აქვს გაცხადებული თანხმობა ან უარი გაცემაზე და არ არის საფუძველი იმის დასაშვებად, რომ გ
- მუხლი 119. გარდაცვლილის ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სიკვდილის ფაქტს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, დაადგენს ორი ან მეტი ექიმი, რომელთაგანაც არც ერთი არ მონაწილეობს ტრანსპლანტაციის პროცესში. სიკ
- მუხლი 120. რეციპიენტისათვის გადასანერგად განკუთვნილი ორგანოს შერჩევა უნდა წარმოებდეს ანონიმურობის პრინციპის დაცვით და მხოლოდ სამედიცინო ჩვენებათა მიხედვით, სხვა რაიმე პრივილეგიების გაუთვალისწინებლად
- მუხლი 121. აკრძალულია გადასანერგად ან სამკურნალოდ განსაზღვრული ორგანოებით ვაჭრობა, მათი საზღვარგარეთ შეძენა ან ექსპორტი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და / ან საერთაშორისო ხელშეკრულებების დარღვევით. სამედიცი
- მუხლი 122. აკრძალულია ორგანოზე მოთხოვნილების რეკლამა, აგრეთვე, მისი რეკლამირება რაიმე საზღაურის მიღების ან გაცემის მიზნით. ნებისმიერ პირს ან დაწესებულებას ეკრძალება ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მ
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.11.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3615-XIIIმს-Xმპ. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.05.001.021097.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 13.12.2024-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3615-XIIIმს-Xმპ, 01.11.2023, სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.021097 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5952611/