[მუხლი 114
1. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის დონაცია არის ნებაყოფლობითი და უანგარო.
2. პირს აქვს მისი ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მის სიცოცხლეში ან მისი გარდაცვალების შემდეგ დონაციაზე წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ან უარის განცხადების უფლება. ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის მოპოვება ხორციელდება მხოლოდ დონორის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. დაუშვებელია პირზე რაიმე ფორმით ზემოქმედება მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
3. რეციპიენტისთვის ადამიანის ორგანოს გადანერგვა ან ადამიანის ქსოვილის ან/და უჯრედის გამოყენება შეიძლება მხოლოდ რეციპიენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.
4. აკრძალულია ადამიანის ორგანოს, ქსოვილის ან უჯრედის დონაციის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურების ან/და ნებისმიერი სხვა სარგებლის მიღება, შეთავაზება/მიცემა. აკრძალულია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, აგრეთვე ადამიანის ქსოვილებით ან უჯრედებით ვაჭრობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით.
5. ადამიანის ორგანოს, ქსოვილისა და უჯრედის დონაციისა და მოპოვების წესი და პირობები განისაზღვრება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ საქართველოს კანონებით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3615 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №123 - ვებგვერდი, 30.12.2024