1. ადამიანის ორგანოების, ქსოვილებისა და უჯრედების (გარდა რეპროდუქციული ქსოვილებისა და უჯრედებისა) ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო წესების, სტანდარტებისა და მოთხოვნების დარღვევა (გარდა სალიცენზიო/სანებართვო პირობის დარღვევისა ან ამ კოდექსის 46

−46

მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სხვა, შესაბამისი შემთხვევისა) −

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3622 – ვებგვერდი, 22.11.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №130 - ვებგვერდი, 30.12.2024