მუხლი 49. საქართველოს ტყის ტერიტორიის ან დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლი · სასკ 49
თავი VI — საკუთრების ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
1. საქართველოს ტყის ტერიტორიის თვითნებური დაკავება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
2. დაცული ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება –
გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992წ., მუხ.128
საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994წ., მუხ.308
საქართველოს 2000 წლის 14 ივნისის კანონი №380 – სსმ I, №24, 30.06.2000წ., მუხ.65
საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4651 – ვებგვერდი,13.05.2011წ.
საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2196 – ვებგვერდი, 10.05.2018წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5961 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
მთავარი მონაცემები
თანხა200 ლარის
თანხა400 ლარის
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.05.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ბს-410(კს-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.04.2024
…№..., №... №... და №... ოქმები და მასალები შპს „კ...“-ს მიმართ, საქართველოს ტყის ტერიტორიის თვითნებური დაკავების ფაქტებზე, სასარგებლო წიაღისეულის, კირქვის მოპოვების ფაქტზე და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნის და გადაადგილების ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 571-ე მუხლით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და ასკ-ის 512-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქმე №ბს-305(გ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.05.2023
სამართალდარღვევის ოქმით, ქმედება შეფასდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 512, 49.1 მუხლებით. საქმეში დაცული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.12.22წ N224567 წერილის თანახმად, სააგენტოში მიმდინარეობს მ.
საქმე №ას-306-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2021
2016 წლის 15 იანვარს მოსარჩელემ შპს „მ–ის“ მიმართ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N021331 ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 512 მუხლით, 571 მუხლით და 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტებზე;
…ინსპექტირების განყოფილების მთავარი სპეციალისტის მიერ შპს „...“ მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის №022318, №022319 და №022320 ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 792-ე, 571-ე, 49-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. 2015 წლის 6 ნოემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის მასალები…
2----–-–----------------------------–----- ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ შ-----–------------ მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N------ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 512-ე მუხლის, 571-ე მუხლის, და 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევების ფაქტზე.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, მუხლი 49. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28216/muxli-49/