გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №182---------------წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11 ოქტომბერი 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გია ბერაია
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
მოსარჩელე - უ-------------–--ე
წარმომადგენელი - ნ-----–---------–--ე
მოპასუხე - სა---------–-----------------–-----------------------------------------------------------------–---------------------
წარმომადგენელი - ა-----–---------ა
წარმომადგენელი - მ--–-----------ე
მოპასუხე - ს----------–----------------–---------------–-------------------------------
წარმომადგენელი - მ-----------–-–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ე---------–- ს------------------- 2018 წლის 31 მაისის 0------- ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი გ------------–-------------------–---------------- სამინისტროს 24.07. 2018 წლის N6------ სამართლებრივი აქტი.
1.3. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ე---------–- ს------------------- მტკიცებულებათა გამოკვლევის და ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლის შემდეგ ახლი აქტის გამოცემა გათვალისწინებული 2017 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობის N--- დადგენილებით, ცვლილება შევიდა „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილებაში, 63-ე მუხლის შესაბამისად (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).
მოსარჩელემ სარჩელი შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაამყარა:
2014 წლის ზაფხულიდან სარგებლოს ს/კ N 6----------- მიწის ნაკვეთით და ამავე წელს დაიწყო მასზე მშენებლობის სამუშაოები (იმ პერიოდისთვის მიწის ნაკვეთი არ იყო რეგისტრირებული). მის საკუთრებაში არსებულ ს/კ 6------------ მიწის ნაკვეთზე მდებარე 5 ნომრიანი სასტუმროს ტიპის კოტეჯი გადასულია მიწის ნაკვეთზე 2013 წლიდან, რომელიც ექსპულატაციაში იქნა მიღებული 2014 წლის 30 დეკემბერს, ბრძანება ა-------- ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 2017 წლის 1 მარტს საქართველოს მთავრობის 106 დადგენილებით, ცვლილება შევიდა „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N 242 დადგენილებაში, რომელიც 63-ე მუხლის 2017 წლის მარტში ს------------------–- წარადგინა ყველა სახის დოკუმენტაცია, სადაც დაცულია წარდგენის ვადები. წარდგენილი აქვს მთლიანი საინვესტიციო პაკეტი. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ე---------–- ს------------------- 2018 წლის 3------------------- - წერილის (ადმინისტრაციული აქტი ) არ პასუხობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და არ შეიცავს სამართლებრივ დასაბუთებას. მიწის ნაკვეთის ს/კ 6----------- სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია განხორციელდა 2016 წლის 2- აგვისტოს და შეილახა მისი ინტერესი, რადგან საცხოვრებელი კოტეჯის ნაწილი, რომელიც ექსპულატაციაშია 2014 წლიდან ნაწილობრივ მოხვედრილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისსტროს 24/07/2018 წლის N 6------ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია მტკიცებულებათა გამოკვლევის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ ე---------–- ს------------------- წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და შესაგებელში განმარტა რომ, მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N6----------- 1997 წლის ტყეთმოწყობის მასალებით , ასევე „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ „საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილებისა და ს--–------------------------------------ ბ----------ბ----------ს ს------- უბნის 2015 წლის ტყის მართვის გეგმის მასალებითაც წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდს. ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი 2016 წლის 2- აგვისტოს გატარდა რეგისტრაციაში საჯარო რეესტრში, არ ნიშნავს, რომ მხოლოდ 2016 წლიდან გახდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ტყის ფონდი. რეგისტრაციის ფაქტი ტყის ფონდის მიწების მიმართ არ წარმოადგენს საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს, რამდენადაც საქართველოს ტყის კოდექსის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საზღვრის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს #299 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული ნორმატიული აქტით დამტკიცდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები და სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო მონაცემები , ხოლო ამავე დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა უზრუნველეყო ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მონაცემების ციფრული ვერსიის ოფიციალურ ვებ გვერდზე - www.reestri.gov.ge- ზე განთავსება, რაც განხორციელდა.
მოსარჩელე უთითებს რომ 2014 წლიდან სარგებლობდა აღნიშნული მიწის ნაკეთით , თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ექსპერტიზის დასკვნით აღნიშნული არ დასტურდება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ უ-------------–--ის საკუთრებაში აშენებული სასტუმრო 2013 წლიდან არის გადასული მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე. ამასთან გაურკვეველია რის დადასტურებას ცდილობს მოსარჩელე აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2014 წლის 30 დეკემბრის N2----- ბრძანებით ექსპულატაციაში იქნა მიღებული მშენებლობა დამთავრებული სასტუმროს ტიპის კოტეჯი საერთო ფართობით 512.83 კვ.მ ნაკვეთზე საკადასტრო კოდით 6------------~
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N 242 დადგენილების 63-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე ფაქტობრივად დაკავებული აქვს და სარგებლობს ტყის ფონდის ტერიტორიით (დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსებით ან მის გარეშე), ვალდებულია, 2017 წლის 1 ივლისამდე წარადგინოს წესის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი იფორმაცია, გააფორმოს ტყით სარგებლობის ხელშეკრულება სააგენტოსთან და ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ყოველწლიურად გადაიხადოს ტყის ფონდით სარგებლობის შესაბამისი სახისათვის ტყითსარგებლობის წესის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საფასური. მოსარჩელე 2014 წლიდან ითხოვდა სახელმწიფო ტყის ფონდის 3544 კვ.მ ფართობის სარგებლობის უფლებით გადაცემას. 2017 წლის 27 მარტს უ-------------–--ემ დააფიქსირა თანხმობა სააგენტოს გაეგრძლებინა ადმინისტრაციული წარმოება ტყის ფონდის გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ, ხოლო 2017 წლის 30 მაისის განცხადებით უ-------------–--ემ მოითხოვა ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტა 3544 კვ.მ მიწის (ს/კ 6-----------.) სარგებლობაში გადაცემასათან დაკავშირებით იმ მოტივით, რომ იგი გეგმავდა მიწის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით საკითხის დაყენებას. აღნიშნულის შემდეგ, უ-------------–--ემ სააგენტოს მომართა 2017 წლის 28 სექტემბერს და მოითხოვა ტყითსარგებლობის წესის 63-ე მუხლის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემა.
მოცემულ შემთხვევაში საინვესტიციო პაკეტის წარდგენა არ არის ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებაზე უარის თქმის ან თანხმობის გაცემის საფუძველი. ამასთან გაურკვეველია რა საინვესტიციო პაკეტის წარდგენაზე საუბრობს მოსარჩელე. რაც შეეხება 2016 წლის აგვისტოში მომხდარი სტიქიის ამსახველ მასალებს, აღნიშნული მასალები სააგენტომ არ მიიჩნია მისი მხრიდან ტყის ფონდით სარგებლობის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რაზეც ეცნობა უ-------------–--ეს.
მოთხოვნაზე უარი მოსარჩელეს ეთქვა 2017 წლის 14 დეკემბირის 0------- წერილით, რომლის შესაბამისად მას განემარატა უარის თქმის მიზეზები, აღნიშნული ფაქტი დასაბუთებულია და პასუხობს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მეექვსე ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხის განმარტებით რომ საქმისათვის მნიშვნელობა არ გააჩნია, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სააგენტოს 2018 წლის 31 მაისის წერილის ბათილად ცნობა, რომლის თანახმაად, უ-------------–--ეს უარი ეთქვა სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობის სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ საკითხის ხელახლა განხილვაზე, ხოლო მოსარჩელე მე-6 ფაქტობრივ გარემოებად უთითებს მის მიერ მოთხოვნილ ფართობის რეგისტრაციისას თითქოსდა არსებულ ხარვეზზე, რაც მოცემული დავის ფარგლებს სცილდება. გარდა აღნიშნულისა , აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ვერ იქნება გაზიარებული.
2.2. მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 24 ივლისის N6------ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.
მოქალაქე უ-------------–--ის 2018 წლის 20 ივნისის N 7--- ადმინისტრაციულ საჩივრით წარმოდგენილ მოთხოვნაზე - ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალოს შესაბამის უწყებას ქალაქ ბ---------–- პლ-----ს ტერიტორიაზე მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთიო ს/კ 6----------- მტკიცებულებათა გამოკვლევისა და ფაქტობრივი მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გამოსცეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება რის თაობაზეც ეცნობა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორს 2018 წლის 29 ივნისის N 5-------
ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ სსიპ ე---------–- ს------- სააგენტოდან 2018 წლის N 5------ წერილით გამოთხოვილი იქნა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული წარმოების მასალა და წერილობითი დასკვნა.
სსიპ ე---------–- ს------- საგენტოს 2018 წლის 12 ივლისის N0------- წერილით, სამინისტროში წარმოდგენილი იქნა წერილობითი დასკვნა, რომლის შესაბამისად სამინისტროს ეცნობა, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია უ-------------–--ის სარჩელი (საქმე N2---------------) და დავის საგანს წარმოადგენს სსიპ - ე---------–- ს------------------- 2018 წლის 3------------------- აქტის ბათილად ცნობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ არ იქნა განხილული უ-------------–--ის ადმინისტრაციული საჩივარი და გადაწყვეტილება მხარეს ეცნობა სამინისტროს 2018 წლის 24 ივლისის N 6------ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა 6-, სექტორი ქ. ბ---------ი 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 4--, მისამართი: ქალაქი ბ---------ი, ,,პლ-----", წინა ნომერი: 6-.2-.0-----; 6-.2-.0-----. 880კვმ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1(შენობა-ნაგებობა) წარმოადგენს უ-------------–--ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდა(იხ.ტ.I. სფ.54).
3.2. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა 6-, სექტორი ქ. ბ---------ი 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 1--, მისამართი: ქალაქი ბ---------ი, ,,პლ-----", წინა ნომერი: 6-.2-.0---2-- 4--კვმ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: სამგზავრო ს--------------- ზ--------------- 255კვმ. წარმოადგენს უ-------------–--ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.ტ.II.სფ.39).
3.3. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით N2----- ექსპლოატაციაში მიღებული იქნა ქ. ბ---------–- პლ-----ს ზ---------------ს მიმდებარედ უ-------------–--ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დამთავრებული სასტუმროს ტიპის კოტეჯი, საერთო ფართობით 512.83 კვმ.(ნაკვეთის რეგისტრაციის N6-.2-.0-.4--).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით N2-----(იხ.ტ.I. სფ.19).
3.4.ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა 6-, სექტორი ქ. ბ---------ი 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 5--, მისამართი: ქალაქი ბ---------ი, ,,პლ-----", არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახელმწიფო ტყის ფონდი), წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან(იხ.ტ.I. სფ.106).
3.5. 2015 წლის 12 თებერვალს უ-------------–--ემ განცხადებით მიმართა ეროვნულ ს------------------- და ითხოვა სარგებლობის უფლებით (იჯარა) 25 წლის ვადით გადაცემა ქ. ბ---------–- პლ-----ს ტერიტორიაზე (ბ----------ბ----------ს ს------- უბნის, ქ. ჩ------–--–-ს მდებარე 3544კვმ. ტყე. შემდეგ წლეებში არაერთხელ მიმართა ს-------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უ-------------–--ის 2015 წლის 12 თებერვალის განცხადება და მასალები და (იხ.ტ.I. სფ.51-129).
3.6. 2017 წლის 14 დეკემბერს ე---------–- ს------------------- უფროსმა მიმართა უ-------------–--ეს და მიუთითა, რომ მათთვის ცნობილია, რომ განიხილეს მისი განცხადებები, სადაც ითხოვდნენ ბ----------ბ----------ს ს------- უბნის კვარტალ N2--ის ლ------ N1 და N2 -ში მდებარე 3544 კვმ. ფართობზე საკურორტო, რეკრიაციული, სპორტული და სხვა კულტურული გამაჯანსაღებელი მიზნით გრძელვადიანი დანიშნულების უფლების მინიჭებას.
ასევე მათთვის ცნობილია, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, მათ მიერ განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რასთან დაკავშირებით მათ მიერ მოთხოვნილია ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმება აუქციონის გარეშე.
აღნიშნული წესით ტყითსარგებლობის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N 242 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესი''-ს 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისადაც პირი, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე ფაქტობრივად დაკავებული აქვს და სარგებლობს ტყის ფონდის ტერიტორიით (დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსებით ან მის გარეშე ),ვალდებულია, 2017 წლის 1 ივლისამდე წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია, ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, პირს გაუფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება აუქციონის გარეშე.
მათი მ/წლის 27 მარტის (სააგენტოს რეგისტრაციით N1----) განცხადებით ირკვევა, რომ აღნიშნული ტერიტორია თქვენს მიერ დაკავებულია 2015 წლიდან, თუმცა, წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, მათ მიერ აღნიშნულ ფართობზე შენობა-ნაგებობები (დაუსრულებელი შენობა-ნაგებობა) მოწყობილია 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად, არ დასტურდება 2017 წლის 1 იანვრამდე თქვენს მიერ მოთხოვნილ ფართობზე სარგებლობის ფაქტი, რაც გამორიცხავს აუქციონის გარეშე ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას.
ყოველივეს გათვალისწინებით აცნობებენ, რომ სააგენტო მოკლებულია მათ მიერ დასმული საკითხის შეთანხმების შესაძლებლობას. ამასთნ, მიზანშეწონილად მიაჩნიათ მოახდინონ სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ მიწის ფართობზე (საკ. კოდი: 6-----------) მიერ უკანონოდ განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და გონივრულ ვადებში უზრუნველყო ტერიტორიის პირველად მდგომარეობაში მოყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 14 დეკემბერს ე---------–- ს------------------- უფროსის მიმართვა N0------- უ-------------–--ესადმი (იხ.ტ.I. სფ.137-138).
3.7. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ე---------–- ს------------------- 2018 წლის 16 თებერვლის N0------ მიმართვით უ-------------–--ისადმი დადგენილია, რომ ეროვნულმა სააგენტომ განიხილა მათი განცხადება (სააგენტოს რეგისტრაციით N6----), რომელიც შეეხება ს--–------------------------------------, ბ---------ის ს------- უბნის ბ---------ის ს-------ს კვარტალ N2--ის ლ------ N1 და N2-ში მდებარე 3544 კვ.მ. მიწის ფართობზე (საკ. კოდი: 6-----------) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით, გრძელვადიანი დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საქმის მასალების (ვიდეო მასალა) გათვალისწინებით, ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებას აუქციონის გარეშე.
აცნობებენ, რომ მათ მიერ მოწოდებული ვიდეო მასალა, არ წარმოადგენს ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს დადგენილებით დამტკიცებული "ტყითსარგებლობის წესი"-ს 63-ე მუხლით გათვალისწინებული, მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით 2017 წლს 1 იანვრამდე მათ მიერ სარგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო მოკლებულია დასმული საკითხის დადებთად გადაწყვეტის შესაძლებლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ე---------–- ს------------------- 2018 წლის 16 თებერვლის N0------ მიმართვა უ-------------–--ისადმი(იხ.ტ.I. სფ.22).
3.8. უ-------------–--ის მიმართვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისადმი და ე---------–- ს-------------------ადმი დადგენლია, რომ რადგან უარს აცხადებენ არასოსოფლო-სამეურნეო ტყის ფონდის მიწის ნაკვეთის 3544 კვმ. ს/კ. 6----------- მთლიანად გრძელვადიანი იჯარით გადაცემაზე, ითხოვენ მოახდინონ მიწის ნაკვეთის დაყოფა და ზემოთ ხსენებული მთავრობის დადგენილების შესაბამისად გადაცენ გალავანში მოქცეული 307 კვმ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც 2500კვმ. მშენებლობიდან 107კვმ. შენობა გადასულია ს------- ფონდის ტერიტორიაზე.
მიწის ნაკვეთზე განხორციელებული აქვთ მნიშვნელოვანი ინვესტიცია, დახარჯული აქვთ საამშენებლო სამუშაოების წარმოებისას დიდი ოდენობის თანხა, რომლის მიზანს წარმოადგენს პლ-----ს ტერიტორიას დაუბრუნონ სარეკრეაციო სტატუსი. მოპირდაპირე მხარეს ასევე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დაახლოებით ერთი ჰექტარია სურთ მოაწყონ დასვენების პარკი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- უ-------------–--ის მიმართვა(იხ.ტ.I. სფ.26-27).
3.9. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ე---------–- ს------------------- 2018 წლის 31 მაისის N0------- მიმართვით უ-------------–--ისადმი დადგენილია, რომ სსიპ ეროვნულმა ს------- სააგენტომ განიხილა მათი 2018 წლის 16 მარტის (სააგენტოს რეგისტრაციით N9---) განცხადება, სადაც დასმულია საკითხი, ს--–------------------------------------, ბ---------ის ს------- უბნის ბ---------ის ს-------ს კვარტალ N2--ის ლ------ N1 და N2-ში მდებარე ფართობზე საკურორტო რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით, გრძელვადიანი დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ.
სააგენტოში წარდგენილი 2017 წლის 27 მარტის, 05 აპრილისა და 28 სექტემბრის (სააგენტოს რეგისტრაციით N1----; N1---- და N4----) განცხადებებით ითხოვდით 3544 კვ.მ. ფართობზე ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებას, რის თაობაძეც სააგენტოს პოზიცია ეცნობათ 2017 წლის 14 დეკემბრის N0------- წერილით და განემარტათ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მათ მიერ მოთხოვნილი ფართობით (3544 კვ.მ. ს/კ 6-----------) 2017 წლის 1 იანვრამდე სარგებლობის ფაქტი. რაც გამორიცხავდა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აუქციონის გარეშე ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების ხელშეკრულებას.
ვინაიდან მათ მიერ მოთხოვნილი, ტყითსარგებლობას დასაქვემდებარებელი ფართობი წინამდებარე განცხადებებით მოთხოვნილ ფართობის ნაწილს წარმოადგენს, რომლის პირდაპირი წესით აუქციონის გარეშე გადმოცემაზეც ეთქვათ უარი, სააგენტო მოკლებულია თქვენი მოთხოვნის ხელახლა განხილვისა და დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ამასთან მიზანშეწონილად მიაჩნიათ მოახდინონ სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მიწის ფართობზე (საკ. კოდი: 6-----------) მათ მიერ უკანონოდ განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და გონივრულ ვადებში უზრუნველყოთ ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ე---------–- ს------------------- 2018 წლის 31 მაისის N0------- მიმართვა უ-------------–--ისადმი(იხ.ტ.I. სფ.21).
3.10. ი/მ. ,,რ------------–------–--------------------------------------------------" 2018 წლის 26 ივნისის N0------- დასკვნით დადგენილია, რომ ქალაქ ბ---------–- პლ-----ს ტერიტორიაზე, მოქალაქე უ-------------–--ის საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი: N6-.2-.0-.4-- არსებული საცხოვრებელი ტიპის კოტეჯის მშენებლობა ნაწარმოებია 2008-2010 წლებში, შენობა მიღებულია ექსპლუატაციაში 2014 წელს. ასევე ადასტურებს, რომ მშენებლობა იჭრება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ ს/კ N 6----------- მიწის ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის შედეგად იკვეთება შენობა-ნაგებობა.
ამავე ნაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის, შენობა ნაგებობების მოწყობა დაწყებულია 2014 წელს.
ამავე შენობა ნაგებობის ნაწილი შეჭრილია სახელმწიფო საკუთრების ს/კ N6----------- მიწის ნაკვეთში.
ს------------ მიმავალი ასფალტირებული გზის მხარეს მიწის ნაკვეთი შემოსაზღვრულია ქვის გალავნით, რომელიც მოწყობილია 2013 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ი/მ. ,,რ------------–-------–--------------------------------------------------" 2018 წლის 26 ივნისის N0------- დასკვნა(იხ.ტ. II. სფ.19-21).
3.11. ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ბ---------ის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით, დადგენილია, რომ უ-------------–--ეს ბ---------–- ეგრეთ წოდებულ ,,პლ-----ს“ ტერიტორიაზე ბ---------ის ს-------ს უბნის ბ---------ის ს-------ს კვ 2--ში თვითნებურად დაკავებული აქვს სახელმწიფო ტყის ფონდის 307 კვმ. მიწის ფართობი, რომლის კორდინატებია : X 3-----, Y4------, X3------ Y4----2-, X 3------ Y4----90. X3----- Y4----13 X3----- Y4----13, X3----- Y4----01 X3----- Y4----04 X3----- Y4----05, X3------ Y4----05 X3----- Y4----04 X3----- Y4----04, X3----- Y4----0- X3----- Y4----05 X3----- Y4----08 X3----- Y4----09 X3----- Y4----13 X3----- Y4----13 აქედან 107 კვმ ფართობზე ჩადგმულია რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ნაგებობა ხოლო 200 კვმ მეტრზე მოწყობილია რკინა ბეტონის მოედანი, ასევე 122 კვმ მეტრის ფართობზე მიწის ნაყოფიერი ფენაა მოხსნილია, ამიტომ უ-------------–--ე ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით და 512-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ბ---------ის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 18 სექტემბრის დადგენილება(იხ.ტ. I. სფ.130-136).
3.12. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილის 2018 წლის 29 ივნისის მიმართვით ე---------–- ს-------------------ადმი დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2018 წლის 20 ივნისს შესული უ-------------–--ის N7--- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 195-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დაევალათ 5 დღის ვადაში წარადგინონ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალა და წერილობითი დასკვნა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 29 ივნისის მიმართვა ე---------–- ს-------------------ადმი (იხ.ტ. II. სფ.194).
3.13. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილის 2018 წლის 29 ივნისის მიმართვით უ-------------–--ისადმი დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2018 წლის 20 ივნისს შესული უ-------------–--ის N7--- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირი, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარე საკუთარ მოსაზრებას, აგრეთვე საქმესთან დაკავშირებულ დამატებით დოკუმენტებს წარადგენს ზეპირი სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა. შესაბამისად. მათ უფლება გაქვთ ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის ჩატტარებამდე დამატებით უზრუნველყო საკუთარი მოსაზრების წარმოდგენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღის თაობაზე სამინისტრო ინფორმაციას მიაწვდიან დამატებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 29 ივნისის მიმართვა უ-------------–--ისადმი (იხ.ტ. II. სფ.192).
3.14. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის 2018 წლის24 ივლისის N6------ მიმართვით უ-------------–--ისადმი დადგენილია, რომ მათი 2018 წლის 20 ვნისის N7--- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი სსიპ- ე---------–- ს------------------- 2018 წლის 12 ივლისის N0------- წერილი, საიდანაც დგინდება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია უ-------------–--ის სარჩელი (საქმე N2---------------წ) და დავის საგანს წარმოადგენს სსიპ- ე---------–- ს------------------- 2018 წლის 31 მაისის N0------- აქტის ბათილად ცნობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად: ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ განიხილავს თქვენს ადმინისტრაციულ საჩივარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 24 ივლისის N6------ მიმართვა უ-------------–--ისადმი (იხ.ტ. II. სფ.190-191).
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ უ-------------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილების ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ".
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ე---------–- ს------------------- 2018 წლის 31 მაისის 0------- და გ------------–-------------------–---------------- სამინისტროს 24.07. 2018 წლის N6------ გადაწყვეტილებები წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა 6-, სექტორი ქ. ბ---------ი 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 4--, მისამართი: ქალაქი ბ---------ი, ,,პლ-----", წინა ნომერი: 6-.2-.0-----; 6-.2-.0-----. 880კვმ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: ობიექტი N1(შენობა-ნაგებობა) წარმოადგენს უ-------------–--ის საკუთრებას.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა 6-, სექტორი ქ. ბ---------ი 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 1--, მისამართი: ქალაქი ბ---------ი, ,,პლ-----", წინა ნომერი: 6-.2-.0---2-- 4--კვმ. არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: სამგზავრო ს--------------- ზ--------------- 255კვმ. წარმოადგენს უ-------------–--ის საკუთრებას.
ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონება, რომლის სარეგისტრაციო მონაცემებია: სარეგისტრაციო ზონა 6-, სექტორი ქ. ბ---------ი 2-, კვარტალი 0-, ნაკვეთი 5--, მისამართი: ქალაქი ბ---------ი, ,,პლ-----", არასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახელმწიფო ტყის ფონდი), წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
2015 წლის 12 თებერვალს უ-------------–--ემ განცხადებით მიმართა ეროვნულ ს------------------- და ითხოვა სარგებლობის უფლებით (იჯარა) 25 წლის ვადით გადაცემა ქ. ბ---------–- პლ-----ს ტერიტორიაზე (ბ----------ბ----------ს ს------- უბნის, ქ. ჩ------–--–-ს მდებარე 3544კვმ. ტყე. შემდეგ წლეებშიც არაერთხელ მიმართა ს-------------------, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მასალებით.
2017 წლის 14 დეკემბერს ე---------–- ს------------------- უფროსმა მიმართა უ-------------–--ეს და მიუთითა, რომ მათთვის ცნობილია, რომ განიხილეს მისი განცხადებები, სადაც ითხოვდნენ ბ----------ბ----------ს ს------- უბნის კვარტან N2--ის ლ------ N1 და N2 -ში მდებარე 3544 კვმ. ფართობზე საკურორტო, რეკრიაციული, სპორტული და სხვა კულტურული გამაჯანსაღებელი მიზნით გრძელვადიანი დანიშნულების უფლების მინიჭებას.
ასევე მათთვის ცნობილია, რომ ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, მათ მიერ განთავსებულია შენობა-ნაგებობა, რასთან დაკავშირებით მათ მიერ მოთხოვნილია ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმება აუქციონის გარეშე.
აღნიშნული წესით ტყითსარგებლობის ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N 242 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესი''-ს 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, რომლის შესაბამისადაც პირი, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე ფაქტობრივად დაკავებული აქვს და სარგებლობს ტყის ფონდის ტერიტორია (დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსებით ან მის გარეშე ),ვალდებულია, 2017 წლის 1 ივლისამდე წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია, ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, პირს გაუფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება აუქციონის გარეშე.
მათი მ/წლის 27 მარტის (სააგენტოს რეგისტრაციიტ N1----) განცხადებით ირკვევა, რომ აღნიშნული ტერიტორია თქვენს მიერ დაკავებულია 2015 წლიდან, თუმცა, წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, მათ მიერ აღნიშნულ ფართობზე შენობა-ნაგებობები (დაუსრულებელი შენობა-ნაგებობა) მოწყობილია 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში. შესაბამისად,არ დასტურდება 2017 წლის 1 იანვრამდე თქვენს მიერ მოთხოვნილ ფართობზე სარგებლობის ფაქტი,რაც გამორიცხავს აუქციონის გარეშე ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას.
ყოველივეს გათვალისწინებით აცნობებენ, რომ სააგენტო მოკლებულია მათ მიერ დასმული საკითხის შეთანხმების შესაძლებლობას. ამასთნ, მიზანშეწონილად მიაჩნიათ მოახდინონ სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ მიწის ფართობზე (საკ. კოდი: 6-----------) მიერ უკანონოდ განთავსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი და გონივრულ ვადებში უზრუნველყოთ ტერიტორიის პირველად მდგომარეობაში მოყვანა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერ იმსჯელებს სსიპ. საქართველო ე---------–- ს------- 2017 წლის 14 დეკემბერის ეგადაწყვეტილებაზე, რომლითაც უ-------------–--ეს უარი ეთქვა ბ----------ბ----------ს ს------- უბნის კვარტალ N2--ის ლ------ N1 და N2 -ში მდებარე 3544 კვმ. ფართობზე ტყითსარგებლობის ხელშეკრულება აუქციონის გარეშე გაფორმებაზე, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერება არ წარმოადგენს დავის საგანს, საქართველოს სამოქალაქო სპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმადსასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამასთან მართალია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით. პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის მოთხოვნის ტრანსფორმირების საკითხი
6.3. უ-------------–--ის მიმართვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისადმი და ე---------–- ს-------------------ადმი დადგენლია, რომ რადგან უარს აცხადებენ არასოსოფლო-სამეურნეო ტყის ფონდის მიწის ნაკვეთის 3544 კვმ. ს/კ. 6----------- მთლიანად გრძელვადიანი იჯარით გადაცემაზე, ითხოვენ მოახდინონ მიწის ნაკვეთის დაყოფა და ზემოთ ხსენებული მთავრობის დადგენილების შესაბამისად გადაცენ გალავანში მოქცეული 307 კვმ. მიწის ნაკვეთი, რომელზეც 2500კვმ. მშენებლობიდან 107კვმ. შენობა გადასულია ს------- ფონდის ტერიტორიაზე.
მიწის ნაკვეთზე განხორციელებული აქვთ მნიშვნელოვანი ინვესტიცია, დახარჯული აქვთ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას დიდი ოდენობის თანხა, რომლის მიზან წარმოადგენს პლ-----ს ტერიტორიას დაუბრუნონ სარეკრეაციო სტატუსი. მოპირდაპირე მხარეს ასევე მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც დაახლოებით ერთი ჰექტარია სურთ მოაწყონ დასვენების პარკი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ე---------–- ს------------------- 2018 წლის 31 მაისის N0------- მიმართვით უ-------------–--ისადმი დადგენილია, რომ სსიპ ეროვნულმა ს------- სააგენტომ განიხილა მათი 2018 წლის 16 მარტის (სააგენტოს რეგისტრაციით N9---) განცხადება, სადაც დასმულია საკითხი, ს--–------------------------------------, ბ---------ის ს------- უბნის ბ---------ის ს-------ს კვარტალ N2--ის ლ------ N1 და N2-ში მდებარე ფართობზე საკურორტო რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით, გრძელვადიანი დანიშნულებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ.
სააგენტოში წარდგენილი 2017 წლის 27 მარტის, 05 აპრილისა და 28 სექტემბრის (სააგენტოს რეგისტრაციით N1----; N1---- და N4----) განცხადებებით ითხოვდით 3544 კვ.მ. ფართობზე ტყითსარგებლობის ხეკლშეკრულების გაფორმებას, რის თაობაძეც სააგენტოს პოზიცია გეცნობათ 2017 წლის 14 დეკემბრის N0------- წერილით და განემარტათ, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მათ მიერ მოთხოვნილი ფართობით (3544 კვ.მ. ს/კ 6-----------) 2017 წლის 1 იანვრამდე სარგებლობის ფაქტი. რაც გამორიცხავდა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად აუქციონის გარეშე ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების ხელშეკრულებას.
ვინაიდან მათ მიერ მოთხოვნილი, ტყითსარგებლობას დასაქვემდებარებელი ფართობი წინამდებარე განცხადებებით მოთხოვნილ ფართობის ნაწილს წარმოადგენს, რომლის პირდაპირი წესით აუქციონის გარეშე გადმოცემაზეც ეთქვათ უარი, სააგენტო მოკლებულია თქვენი მოთხოვნის ხელახლა განხილვისა და დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ამასთან მიზანშეწონილად მიაჩნიათ მოახდინონ სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული მიწის ფართობზე (საკ. კოდი: 6-----------) მათ მიერ უკანონოდ განთავსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი და გონივრულ ვადებში უზრუნველყოთ ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილების ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად პირი, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე ფაქტობრივად დაკავებული აქვს და სარგებლობს ტყის ფონდის ტერიტორიით (დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსებით ან მის გარეშე), ვალდებულია, 2017 წლის 1 ივლისამდე წარადგინოს წესის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია, გააფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება სააგენტოსთან და ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ყოველწლიურად გადაიხადოს ტყის ფონდით სარგებლობის შესაბამისი სახისათვის ტყითსარგებლობის წესის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საფასური. იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივ მოსარგებლეს ტყის ფონდში განთავსებული აქვს მუდმივი ნაგებობა, ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში სარგებლობის წლიური საფასურის ოდენობა შეადგენს 8000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარამდე ფართობისათვის, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით. წლიური საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად თანაბარწილად, ან მთლიანად, წინასწარ. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, პირს გაუფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება აუქციონის გარეშე (1.0-.2017 N 106 ცვლილება).
დადგენილია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით N2----- ექსპლოატაციაში მიღებული იქნა ქ. ბ---------–- პლ-----ს ზ---------------ს მიმდებარედ უ-------------–--ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დამთავრებული სასტუმროს ტიპის კოტეჯი, საერთო ფართობით 512.83 კვმ.(ნაკვეთის რეგისტრაციის N6-.2-.0-.4--).
ი/მ. ,,რ------------–------–--------------------------------------------------" 2018 წლის 26 ივნისის N0------- დასკვნით დადგენილია, რომ ქალაქ ბ---------–- პლ-----ს ტერიტორიაზე, მოქალაქე უ-------------–--ის საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი: N6-.2-.0-.4-- არსებული საცხოვრებელი ტიპის კოტეჯის მშენებლობა ნაწარმოებია 2008-2010 წლებში, შენობა მიღებულია ექსპლუატაციაში 2014 წელს. ასევე ადასტურებს, რომ მშენებლობა იჭრება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ ს/კ N 6----------- მიწის ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის შედეგად იკვეთება შენობა-ნაგებობა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ბ---------ის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით, დადგენილია, რომ უ-------------–--ეს ბ---------–- ეგრეთ წოდებულ ,,პლ-----ს“ ტერიტორიაზე ბ---------ის ს-------ს უბნის ბ---------ის ს-------ს კვ 2--ში თვითნებურად დაკავებული აქვს სახელმწიფო ტყის ფონდის 307 კვმ. მიწის ფართობი, რომლის კორდინატებია : X 3-----, Y4------, X3------ Y4----2-, X 3------ Y4----90. X3----- Y4----13 X3----- Y4----13, X3----- Y4----01 X3----- Y4----04 X3----- Y4----05, X3------ Y4----05 X3----- Y4----04 X3----- Y4----04, X3----- Y4----0- X3----- Y4----05 X3----- Y4----08 X3----- Y4----09 X3----- Y4----13 X3----- Y4----13 აქედან 107 კვმ ფართობზე ჩადგმულია რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ნაგებობა, ხოლო 200 კვმ მეტრზე მოწყობილია რკინა ბეტონის მოედანი.
-საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ამდინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.
ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ე---------–- ს------------------- N0------- გადაწყვეტილება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მოწმის ახსნა-განმარტებებით, რადგან ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 30 დეკემბრის ბრძანებით N2----- ექსპლოატაციაში მიღებული იქნა ქ. ბ---------–- პლ-----ს ზ---------------ს მიმდებარედ უ-------------–--ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დამთავრებული სასტუმროს ტიპის კოტეჯი, საერთო ფართობით 512.83 კვმ.(ნაკვეთის რეგისტრაციის N6-.2-.0-.4--), ასევე ი/მ. ,,რ------------–------–--------------------------------------------------" 2018 წლის 26 ივნისის N0------- დასკვნით დადგენილია, რომ ქალაქ ბ---------–- პლ-----ს ტერიტორიაზე, მოქალაქე უ-------------–--ის საკუთრებაში მყოფ მიწის ნაკვეთზე საკადასტრო კოდი: N6-.2-.0-.4-- არსებული საცხოვრებელი ტიპის კოტეჯის მშენებლობა ნაწარმოებია 2008-2010 წლებში, შენობა მიღებულია ექსპლუატაციაში 2014 წელს. ასევე ადასტურებს, რომ მშენებლობა იჭრება სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ ს/კ N 6----------- მიწის ნაკვეთზე. მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციის შედეგად იკვეთება შენობა-ნაგებობა, ასევე ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ბ---------ის მუნიციპალიტეტში 2017 წლის 18 სექტემბრის დადგენილებით, დადგენილია, რომ უ-------------–--ეს ბ---------–- ეგრე წოდებულ ,,პლ-----ს“ ტერიტორიაზე ბ---------ის ს-------ს უბნის ბ---------ის ს-------ს კვ 2--ში თვითნებურად დაკავებული აქვს სახელმწიფო ტყის ფონდის 307 კვმ. მიწის ფართობი, რომლის კორდინატებია : X 3-----, Y4------, X3------ Y4----2-, X 3------ Y4----90. X3----- Y4----13 X3----- Y4----13, X3----- Y4----01 X3----- Y4----04 X3----- Y4----05, X3------ Y4----05 X3----- Y4----04 X3----- Y4----04, X3----- Y4----0- X3----- Y4----05 X3----- Y4----08 X3----- Y4----09 X3----- Y4----13 X3----- Y4----13 აქედან 107 კვმ ფართობზე ჩადგმულია რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ნაგებობა, ხოლო 200 კვმ მეტრზე მოწყობილია რკინა ბეტონის მოედანი, შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაედგინა კონკრეტული მტკიცებულებით, რომელ წლიდან აქვს დაკავებული სადავო 307 კვმ. მიწის ნაკვეთი უ-------------–--ეს, სად მდებარეობს და რა ობიექტებია განთავსებული ზედ, არის თუ არა ამასთან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული მუხლის 102-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი და კონკრეტულად, რომელ წლიდან სარგებლობს მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთით, რადგან საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილების ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად პირი, რომელსაც 2017 წლის 1 იანვრამდე ფაქტობრივად დაკავებული აქვს და სარგებლობს ტყის ფონდის ტერიტორიით (დროებითი შენობის ან/და ნაგებობის განთავსებით ან მის გარეშე), ვალდებულია, 2017 წლის 1 ივლისამდე წარადგინოს წესის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაცია, გააფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება სააგენტოსთან და ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ყოველწლიურად გადაიხადოს ტყის ფონდით სარგებლობის შესაბამისი სახისათვის ტყითსარგებლობის წესის 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საფასური. იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივ მოსარგებლეს ტყის ფონდში განთავსებული აქვს მუდმივი ნაგებობა, ტყითსარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში სარგებლობის წლიური საფასურის ოდენობა შეადგენს 8000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარამდე ფართობისათვის, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით. წლიური საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად თანაბარწილად, ან მთლიანად, წინასწარ. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია, პირს გაუფორმოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება აუქციონის გარეშე, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ე---------–- ს------------------- N0------- გადაწყვეტილება, რადგან გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის გარეშე, რადგან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის კანონიერი ინტერესი და უნდა დაევალოს საჯარო რეესტრის ე---------–- სააგენტოს, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონალური რეგისტრაციის მართვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისს საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6.4. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილის 2018 წლის 29 ივნისის მიმართვით ე---------–- ს-------------------ადმი დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2018 წლის 20 ივნისს შესული უ-------------–--ის N7--- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 195-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დაევალათ 5 დღის ვადაში წარადგინონ გასაჩივრებულ ადმინისტრაციუ-სამართლებრივ აქტთან ადმინისტრაციული წარმოების ყველა მასალა და წერილობითი დასკვნა ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრის მოადგილის 2018 წლის 29 ივნისის მიმართვით უ-------------–--ისადმი დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2018 წლის 20 ივნისს შესული უ-------------–--ის N7--- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირი, აგრეთვე სხვა დაინტერესებული მხარე საკუთარ მოსაზრებას, აგრეთვე საქმესთან დაკავშირებულ დამატებით დოკუმენტებს წარადგენს ზეპირი სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა. შესაბამისად. მათ უფლება გაქვთ ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის ჩატტარებამდე დამატებით უზრუნველყოთ საკუთარი მოსაზრების წარმოდგენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ზეპირი მოსმენის გამართვის თარიღის თაობაზე სამინისტრო ინფორმაციას მიაწვდიან დამატებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 24 ივლისის N6------ მიმართვით უ-------------–--ისადმი დადგენილია, რომ მათი 2018 წლის 20 ივნისის N7--- ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარმოდგენილი სსიპ- ე---------–- ს------------------- 2018 წლის 12 ივლისის N0------- წერილი, საიდანაც დგინდება, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს წარმოებაშია უ-------------–--ის სარჩელი (საქმე N2---------------წ) და დავის საგანს წარმოადგენს სსიპ- ე---------–- ს------------------- 2018 წლის 31 მაისის N0------- აქტის ბათილად ცნობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად: ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს თუ სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, რის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ განიხილავს მათადმინისტრაციულ საჩივარს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად ადმინისტრაციული საჩივარი – დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას
ამავე მუხლის ,,ლ" პუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 5-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
ამავე კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დადგენილია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ე---------–- ს------------------- N0------- გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გასაჩივრებას ადმინისტრაციულ ორგანოში, რაც გასაჩივრებული იქნა უ-------------–--ის მიერ ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლისმეურნეობის სამინისტროში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
ამავე კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ: სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით.
დადგენილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 24 ივლისის N6------ მიმართვით უ-------------–--ისადმი დადგენილია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ განიხილა მათი ადმინისტრაციულ საჩივარი, მაშინ როდესაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივარი უნდა განეხილა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რადგან ადმნისტრაციული საჩივრის განხილვა წარმოადგენდა არა მის უფლებას, არამედ ვალდებულებას, შესაბამისად სახეზე არ არის ადმინისტრაციულ საჩივარის განხილვაზე უარის თქმის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ამასთან საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად სასამართლო, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა, არ მიიღებს სარჩელს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, თუ მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით არ გამოიყენა ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის 2018 წლის 24 ივლისის N6------ მიმართვა უ-------------–--ისადმი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლითაც უ-------------–--ეს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 24.07.2018 წლის N6------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რადგან ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ისე უთხარი უარი, როდესაც ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა არა მის უფლებას, არამედ ვალდებულებას წარმოადგენდა, რის გამოც სახეზეა სააქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, ამიტომ ბათილად უნდა იქნეს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 24.07.2018 წლის N6------ გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილს ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.
სჯარო სამართლის იურიდიული პირის ე---------–- ს------------------- N0------- და გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა დაეკისროთ 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, მის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, რადგან ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, 22-2--ე, 32-33-ე, მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 36--ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უ-------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ე---------–- ს------------------- N0------- და გარემოსდაცვისა და სოფლისმეურნეობის სამინისტროს 24.07.2018 წლის N6------ ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი.
3. დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ეროვნულ ს------------------- საქმესტან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
4. მოპასუხეებს დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N 7ა), ახალციხის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქ. N62) მეშვეობით.
მოსამართლე: გია ბერაია