გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.08.2018
საქმის ნომერი
120210018002395999
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2395999-2/306-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 აგვისტო, 2018 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

მოსარჩელე - გ-----------–--------------------–-----------------------

ს--–--------------------------–--------------–--

წარმომადგენელი - თ--------------

მოპასუხე - ა--------------–----–---------------

წარმომადგენელი - მ-------------------–-

დავის საგანი - გ------------ის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა--------------–----–---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს გ------------ის მიყენებული ზიანის 12935.85 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გ-------ებებს:

 

2----–--–-----------------–----–-----------------ის დაკვეთით, ა-------- სატყეო უ-------------------- კვარტლების ტერიტორიაზე კ----–----ს ხეობაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებისა და სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა შ-----–------------ ვინაიდან გ-------ს დაცვის სამინისტროს მიერ არ იყო გაცემული კ------------------- ტყის ფონდით ზემოაღნიშნული სამუშაოებისათვის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ნებართვა, ჩატარებულ სამუშაოებში გ-----------–--------------------–----------------------- ს--–-------------ს სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილი იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები, კერძოდ:

1. ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილების ფაქტი; 2. უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი;

3. წიაღით უკანონო სარგებლობის ანუ ქვიშა ხრეშის მოპოვების ფაქტი;

4. ტყის ფონდის ტერიტორიის მითვისება კაპიტალური შენობა ნაგებობის განთავსებით.

 

2----–-–---------------–-----–------------ს მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი N------, რომელიც განიხილა ა-------- მ-------------------------–--მ და მიიღო დადგენილება N--------–- საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

 

გამოვლენილი დარღვევების შედეგად გ-------ზე მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 12935,85 ( თორმეტიათას ცხრაას ოცდათხუთმეტი ლარი და 85 თეთრი ) ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ა--------------–----–---------------მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2--- წელს ა-------- მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სატყეო უბნის N-------------------–--ში კ-----------------ში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით ა-------- მუნიციპალიტეტის გ--------- დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შ-----–----------- ნამდვილად ასრულებდა სამუშაოებს. ს--–-------------ს სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნამდვილად, მოხდა შ-----–------------ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის N------ შედგენა. ა-------- მუნიციპალიტეტის მაშინდელი გ---------თვის არ იყო ცნობილი რა სახის დარღვევებს ქონდა ადგილი

 

3. ფაქტობრივი გ-------ებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გ-------ებები

 

3.1.1. 2--- წლის 1----------------- ხელშეკრულების საფუძველზე ა-------- მუნიციპალიტეტის გ--------- დაკვეთით შ-----–----------- აწარმოებდა ა-------- სატყეო უ-------------------- კვარტლების ტერიტორიაზე კ----–----ს ხეობაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2---------–. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ (ს.ფ. 37-45);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------- დადგენილება (ს.ფ. 47-61);

- ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2--- წლის 3------------ს დადგენილება (ს.ფ. 20-23);

 

3.1.2. ა-------- სატყეო უ-------------------- კვარტლების ტერიტორიაზე კ----–----ს ხეობაში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებში გ-------ს დაცვის თანამშრომლებმა გამოავლინეს სხვადასხვა სახის სამართალდარღვევები, კერძოდ: 1. ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილების ფაქტი, 2. უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი; 3. წიაღით უკანონო სარგებლობის ანუ ქვიშა-ხრეშის მოპოვების ფაქტი და 4. ტყის ფონდის ტერიტორიის მითვისება კაპიტალური შენობა-ნაგებობის განთავსებით, რომელთაგან გ-------ზე მიყენებული ზიანის საერთო ოდენობამ შეადგინა 12935,85 (თორმეტიათასცხრაას ოცდათხუთმეტი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი) ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ა---––---------------–-------------–----------------- მოსამართლის ა-------- მუნიციპალიტეტში 3---------–. დადგენილება (ს.ფ. 83-93);

 

3.1.3 . 2----–-–-------------ს გ-----------–--------------------–----------------------- მიერ შ-----–------------ მიმართ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N------ ოქმი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 512-ე მუხლის, 571-ე მულის, და 66-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N------ (ს.ფ. 18).

 

3.1.4. ა---––---------------–-------------–----------------- მოსამართლის ა-------- მუნიციპალიტეტში 2----–-–------------------------------------------–. დადგენილებით შ----–----------- ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 512-ე მუხლის, 571-ე მულის, და 66-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 512-ე მუხლის, სანქციის ფარგლებში დაეკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა---––---------------–-------------–----------------- მოსამართლის ა-------- მუნიციპალიტეტში 2---------–. დადგენილება (ს.ფ. 37-45);

 

3.1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------------------. დადგენილებით შ----–-----------“ საჩივარი ა---––---------------–-------------–----------------- სასამართლოს ა-------- მუნიციპალიტეტში 2----–-–-------------- დადგენილების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდა სასამართლოს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 1---------–. დადგენილება (ს.ფ. 47-61);

 

3.1.5. ა---––---------------–-------------–----------------- მოსამართლის ა-------- მუნიციპალიტეტში 2----–-–------------------------------–. დადგენილებით საქმის წარმოება შეწყდა შ------–----------------------------- მიმართ, მის ქმედებაში საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილით, 512-ე მუხლით, 571-ე მუხლით და 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა---––---------------–-------------–----------------- მოსამართლის ა-------- მუნიციპალიტეტში 3---------–. დადგენილება (ს.ფ.83-93);

 

3.1.6. ა---––---------------–-------------–----------------- მოსამართლის ა-------- მუნიციპალიტეტში 2----–-–------------------------------–. დადგენილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი.

 

3.1.7. ა---––---------------–-------------–----------------- მოსამართლის ა-------- მუნიციპალიტეტში 2----–-–------------------------------–. დადგენილებით დადგინდა, რომ ა-------- სატყეო უბნის კ----–----- სატყეოს N-------------------–--ის ტერიტორიაზე სასმელი წყლით მომარაგებისათვის ჩატარებული სამუშაოების შესრულების დროს შ------–----------“ არ განუხორციელებია უკანონო ტყითსარგებლობა, ტყის ფონდის მიწის თვითნებური დაკავება, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა და წიაღით უკანონოდ სარგებლობა, რომლითაც ერთობლიობაში გ-------ს მიდგა 12935,85 ლარის ოდენობის ზიანი. შ------–------------ მიმართ შერაცხული სამართალდარღვევა მის მიერ არ არის ჩადენილი არც განზრახვით და არც გაუფრთხილებლობით. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ შ------–----------“ 2--- წლის 1------------ ა--------------–----–------------------სთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე უნდა განეხორციელებინა კ----–----- სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ძველი წყლის მილების შეცვლა ახალი სისტემით, რაც გულისხმობდა, ასევე კ-----------------ში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს და აღნიშნული სამუშაოები მიღება-ჩაბარების აქტით დღეის მდგომარეობით ჩაბარებული აქვს ა--------------–----–------------------ს და სათავე ნაგებობა ეკუთვნის ა--------------–----–------------------ს, ასევე გასათვალისწინებელია, რომ შ------–------------ საქმიანობის სფეროს არ წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და სახელმწიფო ტყით სარგებლობა, ასევე უკანონო ტყით სარგებლობა, ტყის ფონდის მიწის თვითნებური დაკავება და მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა. ასევე დადგენილ იქნა, რომ შ------–----------“ ტყის ფონდის მიწა თვითნებურად არ დაუკავებია, სათავე ნაგებობა ეკუთვნის ა--------------–----–------------------ს, ასევე, სათავე ნაგებობის მშენებლობისას პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩასატარებლად ითხრებოდა მიწა, ასევე იჭრებოდა ხე ბუჩქნარი, რომელიც ხელს უშლიდა მშენებლობას, რაზედაც შ------–----------- არ არის პასუხისმგებელი, ვინაიდან იგი ასრულებდა დამკვეთის-ა-------- მუნიციპალიტეტის გ--------- საპროექტო სამუშაოებს, შ------–------------ ზეპირსიტყვიერად იცოდა, რომ დოკუმენტაცია სრულად მოწესრიგებული იყო და მშენებლობის ნებართვაც ჰქონდა გამგეობას, გამომდინარე მან სრულად შეასრულა ყველა ის სამუშაო, რაც დაუკვეთა გამგეობამ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ა---––---------------–-------------–----------------- მოსამართლის ა-------- მუნიციპალიტეტში 3---------–. დადგენილება (ს.ფ. 83-93);

 

3.1.8. ეროვნული სატყეო სააგენტოს 2--- წლის 2---------------------- წერილით დადგენილია, რომ ა-------- სატყეო უბნის კ------------------- არსებული ფართობი წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას, აღნიშნულ ფართობზე არ არის გაცემული სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ნებართვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 2---------------------- წერილი (ს.ფ. 35)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გ-------ებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ ა--------------–----–---------------ს ა-------- სატყეო უბნის კ------------------- არსებულ ფართობზე არ გააჩნდა სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ნებართვა, რომლის გარეშეც იგი უფლებამოსილი არ იყო მიმწოდებლისთვის დაევალებინა სამუშაოების განხორციელება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გ-------ებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გ-------ებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გ-------ებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გ-------ებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის იმ გ-------ებას, რომ ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ არ შემდგარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც გახდებოდა მათთვის ზიანის დაკისრების საფუძველი. არ გამოკვეთილა მათი ბრალეულობა, თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, ა---––---------------–-------------–----------------- მოსამართლის ა-------- მუნიციპალიტეტში 2----–-–------------------------------–. დადგენილებით დადგინდა, რომ შ------–----------“ 2--- წლის 1------------ ა--------------–----–------------------სთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე უნდა განეხორციელებინა კ----–----- სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ძველი წყლის მილების შეცვლა ახალი სისტემით, რაც გულისხმობდა, ასევე კ-----------------ში სასმელი წყლის სათავე ნაგებობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს და აღნიშნული სამუშაოები მიღება-ჩაბარების აქტით დღეის მდგომარეობით ჩაბარებული აქვს ა--------------–----–------------------ს და სათავე ნაგებობა ეკუთვნის ა--------------–----–------------------ს.

 

საქართველოს კანონის ,,გ-------ზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზისადმი დაქვემდებარებული საქმიანობებია:

ა) სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება (ეკოლოგიურ ექსპერტიზას არ ექვემდებარება სამშენებლო (მათ შორის, ინერტული) მასალების გადამუშავება, გარდა ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისა);

ბ) ნებისმიერი საწარმოო ტექნოლოგია, სადაც გამოყენებული იქნება აზბესტი;

გ) ცემენტის, ასფალტის, კირის, გაჯის, თაბაშირისა და აგურის წარმოება;

დ) მინისა და მინის პროდუქციის წარმოება;

ე) ნარჩენების აღდგენა, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა;

ვ) ნარჩენების განთავსება, გარდა არასახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავებისა;

ვ1) სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება;

ვ2) 10 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა;

ვ3) რადიოაქტიური ნარჩენების განთავსება (რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მოწყობა ან რადიოაქტიური ნარჩენების საცავის მოწყობა);

ზ)ქვანახშირის გაზიფიცირებასთან, გათხევადებასთან, ბრიკეტირებასა და დაკოქსვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმძლავრის წარმოება;

თ) მაგისტრალური ნავთობსადენისა და გაზსადენის გაყვანა;

ი) ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე თხევადი და ბუნებრივი აირების საცავების, ტერმინალების განთავსება, რომელთა ტერიტორიაზე განლაგებული ავზებიდან ერთ-ერთის მოცულობა 1000 კუბ.მ-ზე მეტია ან მათი ჯამური მოცულობა 1000 კუბ.მ-ს აღემატება;

კ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, რკინიგზის და მათზე განთავსებული ხიდების, გზაგამტარი გვირაბის, აგრეთვე საავტომობილო გზის, რკინიგზის და მათი ტერიტორიების საინჟინრო დაცვის ნაგებობების აგება;

ლ) მაღალი ძაბვის (35 კვტ და მეტი) საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა და ქვესადგურის (110 კვტ-ისა და მეტი ძაბვის) განთავსება;

მ) ჰიდროელექტროსადგურის (2 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) და თბოელექტროსადგურის (10 მვტ-ისა და მეტი სიმძლავრის) განთავსება;

ნ) მეტროპოლიტენის მშენებლობა;

ო) წყალსაცავის (10 000 კუბ.მ-ისა და მეტი მოცულობის) მოწყობა;

პ) ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების (დღე-ღამეში 1000 კუბ.მ-ისა და მეტი მოცულობის), აგრეთვე მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორის განთავსება;

ჟ) აეროდრომის, აეროპორტის, რკინიგზის სადგურისა და საზღვაო ნავსადგურის მოწყობა;

რ) კაშხლის, ნავსადგურის, ნავმისადგომის, მოლისა და ბუნის განთავსება;

ს) ქიმიური მრეწველობა, კერძოდ: ნახევარფაბრიკატების (შუალედური პროდუქტების) ქიმიური დამუშავება და ქიმიური ნივთიერებების წარმოება; პესტიციდების, მინერალური სასუქების, ქიმიური საღებავების, ლაქის, პეროქსიდებისა და ელასტიკური ნივთიერებების (რეზინის ან პლასტიკური ნივთიერებების) წარმოება და დამუშავება; დენთისა და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოება; აკუმულატორების წარმოება; გრაფიტის ელექტროდების დამზადება;

ტ) ნავთობგადამამუშავებელი და გაზგადამამუშავებელი წარმოებები (დღე-ღამეში 500 ტ-ზე მეტის);

უ) ნებისმიერი მეტალურგიული წარმოება (საათში ტონაზე მეტი პროდუქციის წარმადობით), გარდა ლითონთა ცივად დამუშავებისა და საიუველირო წარმოებებისა;

ფ) ტოქსიკური და სხვა საშიში ნივთიერების საცავების მოწყობა.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს ჩართვას სხვა ადმინისტრაციული ორგანოს სახით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

ასევე ამავე კანონის მე-8 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტაცია...

 

საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში ან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა შეიძლება ს----------–----------------–----- კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს N242 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, ამ დადგენილების მიზნებისათვის, ტყითსარგებლობის სახეებია:

ა) ხე-ტყის დამზადება;

ბ) მიჩენის მიზნით სარგებლობა;

გ) სპეციალური მიზნით სარგებლობა;

დ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა;

ე) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;....“

 

ამავე დადგენილების 271-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა ხორციელდება სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის“.

 

ასევე ამავე დადგენილების 273-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სამინისტროს“.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გ-------ებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს; კერძოდ, მოპასუხე ა--------------–----–---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, მუხლები; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული „გ------------ის მიყენებული ზიანის განსაზღვრის მეთოდიკის“ ტექნიკური რეგლამენტი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

მოცემულ საქმეში დავის საგანია გ-------ზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად სადავო სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტური ვალდებულებიდან.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება, რაც არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. იგი ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა და იგი პასუხისმგებელი პირისათვის კანონისმიერი ვალდებულებაა. ასეთი ურთიერთობის მარეგულირებელია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმები განსაზღვრავენ იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გ-------ებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, აღნიშნული მუხლის შემადგენლობას. ამასთან, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს ,,სამართალდარღვევის’’ შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობას.

 

სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად, ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომით (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

 

დადგენილი ფაქტობრივი გ-------ებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში გაართვა თავი მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს, ვინაიდან ამ შემთხვევაში დასტურდება სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის კერძოდ ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა და გაუფრთხილებლობა), ასევე შედეგი - მისი ქმედებით დამდგარი ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის.

 

რაც შეეხება გ------------ის მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, მოსარჩელის მხრიდან გამოყენებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N54 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი გ------------ის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) მეთოდიკის შესახებ“ კერძოდ, რეგლამენტის მე–4 მუხლი (მიწების დეგრადაციის შედეგად გ------------ის მიყენებული ზიანის განსაზღვრის (გამოანგარიშების) წესი), რომლის შესაბამისად ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული გაუფრთხილებელი ქმედების შედეგად გ-------ს მიადგა 12935.85 ლარის ოდენობით ზიანი.

 

ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა მოპასუხე - ა-------- მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მისი საქმიანობის არაჯეროვანი შესრულების შედეგად მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად გ-------ზე მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. აღნიშნული კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის - ა-------- მუნიციპალიტეტის მერიისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.3 თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლოს ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. .

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ს----------–-----------------–---------------–-------------------------------------–-–-------------–---------–-------–-----ა-----------------------------------------------------------–--------------------------–--------------–--ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ა--------------–----–---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 12935.85 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე