1. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, სახელმწიფო ან მუნიციპალურ ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორიები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, ტყის ფუნქციიდან ან/და მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია.
2. ტყეში საქონლის ძოვების ადგილები გამოიყოფა და შესაბამისი კვოტები დგინდება ტყის მართვის გეგმის ან წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. ტყეში საქონლის ძოვებისთვის გამოყოფილ ტერიტორიებზე უნდა განთავსდეს შესაბამისი საინფორმაციო ნიშანი.
3. ტყის მართვის ორგანოს გადაწყვეტილებით, საქონლის ძოვების ადგილების გამოყენება შესაძლებელია დროებით შეიზღუდოს, თუ ეს აუცილებელია ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების განსახორციელებლად.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2020).
…გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა მშენებლობის ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში უნდა წარადგინოს შემდეგი დამატებითი დოკუმენტაცია... საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აუცილებლობის შემთხვევაში ან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით სახელმწიფო ტყის ფონდით…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
Law of Georgia „FOREST CODE OF GEORGIA“, მუხლი 33, №5949-სს, 22.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.019838 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4874066/muxli-33/