სს „სვანეთი ჰიდროსათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემისა და 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე სპეციალური ჭრების განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2692
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022839
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2692

2016 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სს „სვანეთი ჰიდროსათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის გაცემისა და 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე სპეციალური ჭრების განხორციელებაზე ნებართვის მიცემის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 33-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 272 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. ჰიდროელექტროსადგურების: „მესტიაჭალა 1“-ისა და „მესტიაჭალა 2“-ის ქსელზე დაერთებისთვის განკუთვნილი 110 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურების (მათ შორის, სადაწნევო მილსადენისა და ჰიდროკვანძების, მისასვლელი გზებისა და კომუნიკაციების) მშენებლობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მესტიის სატყეო უბნის მესტიის სატყეოში მდებარე 288899 კვ. მ მიწის ფართობი (მიწის (უძრავი ქონების) ს/კ: №42.06.47.160; №42.06.47.095; №42.06.47.097; №42.06.47.098; №42.06.47.100; №42.06.48.029; №42.06.47.096; №42.06.47.099; №42.06.46.232; №42.06.46.234; №42.06.46.233; №42.06.46.231; №42.06.46.230; №42.06.48.054 ), სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისთვის (ხე-ტყის ჭრის უფლებით) გადაეცეს სს „სვანეთი ჰიდროს“ (ს/ნ: 405021275), 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.

2. სს „სვანეთი ჰიდროს“ მიეცეს უფლება, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე.

3. სს „სვანეთი ჰიდრომ“ 35 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე სპეციალური ჭრების განხორციელებისას დაიცვას სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით გათვალისწინებული პირობები.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი