საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების გათვალისწინებით:
ა) სამეურნეო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება;
ბ) დაცულ ტყეში დასაშვებია ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა (გარდა წიაღის შესწავლისა ან/და მოპოვებისა);
გ) დაცვით ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადებისა და წიაღის მოპოვებისა;
დ) საკურორტო და სარეკრეაციო ტყეში დასაშვებია ტყით სპეციალური სარგებლობის ყველა სახის განხორციელება, გარდა სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადების