1. ტყეკაფის გამოყოფის მიზანია ხეტყის დამზადების სამართლებრივი საფუძვლის შექმნა.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ობიექტზე საავარიო-აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად, განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის შემთხვევებში, შესაძლებელია ხეტყის მოჭრა ტყეკაფის გამოყოფის გარეშე.
3. ტყეკაფის გამოყოფის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით, მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში.
4. ტყეკაფი გამოიყოფა ტყეკაფის ადგილმდებარეობის დათვალიერების, მერქნული რესურსის აღრიცხვის და ტყეკაფის მონიშვნის სამუშაოების საფუძველზ