1. საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის შემდეგი სახეები:
ა) სამეურნეო ჭრით ხეტყის დამზადება;
ბ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადება;
გ) პლანტაციური მეურნეობის მოწყობა;
დ) სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;
ე) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა;
ვ) თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა;
ზ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა;
თ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსება;
ი) სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა;
კ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა.
2. დასაშვებია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტყითსარგებლობის რამდენიმე სახის ერთდროულად განხორციელება (კომპლექსური ტყითსარგებლობა), თუ ისინი არსობრივად ხელს არ უშლის ერთმანეთს.
3. ტყის ისეთ ტერიტორიაზე სპეციალური ტყითსარგებლობისას, რომელიც ხვდება „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში, ტყითსარგებლობა უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთა