ამ წესის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
ბ) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
გ) ტყის მართვა − ტყის სასარგებლო თვისებებისა და ტყის რესურსების გამოყენების, აგრეთვე ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენა-გაშენების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
დ) ტყის მართვის ორგანო – სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე – სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტო, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტყის მართვის სხვა ორგანოები;
ე) ტყითსარგებლობა − სახელმწიფოსა და მისი მოსახლეობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით ტყის ტყით საერთო სარგებლობისა და ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში გამოყენება და ეკონომიკური და სხვა ღირებულებების მქონე ტყის რესურსების მოპოვება;
ვ) ტყითმოსარგებლე − საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ტყითსარგებლობას;
ზ) ტყის კონტური (საზღვარი) − საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ტყის საზღვარი;
თ) ტყე − ტყის კონტურის შიგნით არსებული ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია და სხვა ტერიტორია, რომელიც ტყის ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია, კერძოდ:
თ.ა) ტყის შემქმნელი სახეობებით დაფარული ტერიტორია − ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარის ერთი ან რამდენიმე სახეობით დაფარული, არანაკლებ 10 მ სიგანისა და სულ მცირე 0.5 ჰა მიწის ფართობი, სადაც ხეთა დგომის სიმჭიდროვე ფართობის ერთეულზე შეადგენს არანაკლებ 0,1 სიხშირეს;
თ.ბ) სხვა ტერიტორია:
თ.ბ.ა) ტერიტორია, სადაც ტყის შემქმნელი სახეობები ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური მოვლენების შედეგად დროებით დეგრადირებული ან განადგურებულია;
თ.ბ.ბ) ტყის მიწა − ტყის კონტურის შიგნით არსებული მიწის ღია ფართობი: მიწა, რომელიც გამოიყენება სათიბად ან საძოვრად; სპეციალური დანიშნულების მიწა; მიწა, რომელიც მოიცავს ტყეში არსებულ ჭაობს, კლდეს, რიყეს ან ტყის გაშენებისთვის გამოუყენებელ სხვა მიწის ფართობს; სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურა (სატყეო გზა, ხეტყის დასაწყობების ადგილი, საქმიანი ეზო) და სხვ.;
ი) ქვეტყე − მერქნიანი მცენარის/მცენარეების სახეობების ერთობლიობა, რომელიც არ ქმნის და არსებულ პირობებში ვერც შექმნის კორომის ზედა საბურველს;
კ) ჭალის ტყე − „მდინარეების წყალშემკრებ აუზებში არსებული ტყის ნაწილი, რომელიც წყალდიდობის (გაზაფხულის და შემოდგომის წყალმეტობა; წვიმისა და ნიაღვრის წყალმოვარდნა; ღვარცოფი), დატბორვის ან/და წყალშედგომის დროს პერიოდულად წყლით იფარება;
ლ) ბარის ტყე – ვაკეზე განფენილი კოლხეთის დაბლობის ტყეები და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალის ტყეები (დანარჩენი ტყეები მიეკუთვნება მთის ტყეებს);
მ) კორომი − ტყის ნაწილი, რომელიც მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებულია;
ნ) ტყის რესურსები − ტყის მერქნული რესურსების, ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების ერთობლიობა;
ო) ტყის არამერქნული რესურსები − სოკო, სამკურნალო ნედლეული, ტექნიკური ნედლეული, სხვა ბალახოვანი მცენარეები და მათი ნაწილები, ბუჩქოვანი მცენარეების ნაწილები და მათი პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაში არ არის მერქანი;
პ) ხის მეორეხარისხოვანი მასალები − მერქნიანი მცენარეების ფესვი, ქერქი, ლაფანი, ძირკვი;
ჟ) სიმაღლის თანრიგი – ხის სიმაღლისა და დიამეტრის თანაფარდობა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული ზეზემდგომი ხეტყის მოცულობის გაანგარიშებისათვის;
რ) ტაქსაციური დიამეტრი – მიწის პირიდან 1,3 მეტრ სიმაღლეზე აზომილი ხის დიამეტრი;
ს) ტყეკაფი − დადგენილი წესით გამოყოფილი ტყის უბანი, რომელზეც აღრიცხულია მოსაჭრელი და ძირნაყარი ხეები, დადგენილია მათი რაოდენობა (მოცულობა) და მონიშნულია დადგენილი წესით;
ტ) ხეტყე – ტყეში არსებული მერქნული რესურსი;
უ) ხეტყის დამზადება – ზეზემდგომი ხის მოჭრა ან/და ძირნაყარი ხეებიდან მერქნის ამოღება, მისი დახარისხება და საქმიან ეზომდე (დასაწყობების ადგილამდე) გატანა (გაზიდვა);
ფ) ხეტყის დატვირთვის ადგილი – ტყის კონკრეტული ადგილი, სადაც ხორციელდება ხეტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა;
ქ) ხეტყის გამოზიდვა – ჭრის ადგილიდან მერქნის გამოტანა დანიშნულების ადგილამდე;
ღ) საქმიანი ეზო – დამზადებული ტყის რესურსის დასაწყობება/რეალიზაციისათვის ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილი ადგილი;
ყ) სამეურნეო ჭრა − მერქნის მოპოვების მიზნით განხორციელებული ჭრა;
შ) მოვლითი ჭრა − სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის სახეობრივი შემადგენლობის, სტრუქტურისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მაღალი წარმადობის კორომების ჩამოყალიბების მიზნით;
ჩ) სპეციალური სარგებლობის ჭრა − ამ წესით გათვალისწინებული ტყით სპეციალური სარგებლობის სახეების მიზნებისთვის განხორციელებული ჭრა, გარდა სამეურნეო ჭრისა;
ც) ტყეკაფის მონიშვნა – ტყეკაფის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, ზეზემდგომი ხეების დანომრა, დასამზადებელი ხეტყის აღრიცხვა;
ძ) ტყეკაფის მონიშვნის მასალები – ტყეკაფის მონიშვნამდე ადგილმდებარეობის დათვალიერების აქტის, ტყეკაფის აღრიცხვის უწყისის, ტყეკაფის პასპორტის, UTM კოორდინატთა სისტემაში ტყეკაფის აბრისის (თანდართული ელექტრონული ვერსიით – Shp-ფაილი) ერთობლიობა;
წ) ტყეკაფის გამოყოფა – ტყეკაფის გამოყოფა – ტყეკაფის მონიშვნის მასალების შესაბამისი ტყის მართვის ორგანოს ტერიტორიული ორგანოს/ადმინისტრაციებისათვის წარდგენა, მერქნული რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და კამერალური ან/და საველე შემოწმების შემდეგ ტყეკაფის გამოყოფის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა;
ჭ) ტყეკაფის დახურვა – ტყეკაფზე ყველა ღონისძიებების ჯეროვნად (სრულად) განხორციელების შემდეგ ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყეკაფის დახურვისა და ადგილზე მიღება-ჩაბარების პროცედურა, რაზედაც ტყის მართვის ორგანოს მიერ დგება ტყეკაფის დახურვის მიღება-ჩაბარების აქტი და ხდება მერქნული რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მისი ატვირთვა;
ხ) ტყეკაფის გაუქმება – მოქმედი ტყეკაფის არასწორად გამოყოფის ფაქტის გამოვლენის, გამოყოფილ ტყეკაფზე ხეტყის დამზადების შეუძლებლობის, შესაბამისი სარგებლობის ლიცენზიის, ან/და კონკრეტული ტყეკაფის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყეკაფის გაუქმების აქტის შედგენა, ადილზე მიღება-ჩაბარების პროცედურა და მერქნული რესურსების მართვის ელექტრონულ სისტემაში მისი ატვირთვა;
ჯ) ელექტრონული სისტემა – საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყითსარგებლობასთან, ხე-ტყის მოძრაობასთან და პირველად გადამუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების აღრიცხვის მიზნით შექმნილი მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემა, რომელშიც მონაცემების ასახვა ხორციელდება მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის შესაბამისად;
ჰ) ხე − მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელიც ივითარებს ერთ მთავარ ღეროს ან, ამონაყრის შემთხვევაში, ღეროებს და აქვს განშტოებული ვარჯი, რომლის სიმაღლე სიმწიფის ასაკში არანაკლებ 3 მ-ია;
ჰ1) ბუჩქი − მრავალწლიანი მერქნიანი მცენარე, რომელსაც აქვს ნიადაგის ზედაპირიდან განშტოებული ვარჯი და რომლის სიმაღლე სიმწიფის ასაკში არაუმეტეს 3 მ-ია;
ჰ2) ფიჩხი − მერქნიანი მცენარის ძირნაყარი ტოტები, რომელთაგან თითოეულის დიამეტრი ძირეულ ნაწილში არაუმეტეს 6 სმ-ია;
ჰ3) სარი − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მსხვილი ბოლოდან 4 სმ-დან 8 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი;
ჰ4) ჭიგო − სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, მსხვილი ბოლოდან 4 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი;
ჰ5) ბოძი – საყრდენ მასალად ვარგისი, მსხვილი ბოლოდან 8 სმ-დან 12 სმ-მდე დიამეტრის მერქნული რესურსი, ასევე მაგარმერქნიანი სახეობის ორად ან ოთხად ნაპობი მერქნული რესურსი, აკაციის შემთხვევაში არაუმეტეს 20 სმ დიამეტრის მერქნული რესურსი;
ჰ6) მრგვალი ხეტყე (მორი) – ხეტყის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარიდან), მიღებული, 12 სმ-ზე მეტი (წვრილი ბოლოდან) დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი, ხოლო აკაციის შემთხვევაში 20-სმ ზე მეტი;
ჰ7) საშეშე მერქანი – ხეტყის დამზადების შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი;
ჰ8) სათესლე ხე – ბუნებრივი განახლების (მოთესვის) ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული ხე;
ჰ9) სპეციალური ფირნიში − ფირნიში, რომელიც ადასტურებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში მრგვალი ხეტყის (მორის) კანონიერ წარმოშობას და დადგენილი წესით აღირიცხება შესაბამის ერთიან მონაცემთა ბაზაში;
ჰ10) ტყის რესურსები − ტყის მერქნული რესურსების, არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების ერთობლიობა:
ა) ტყის არამერქნული რესურსები − სოკო, სამკურნალო ნედლეული, ტექნიკური ნედლეული, სხვა ბალახოვანი მცენარეები და მათი ნაწილები, ბუჩქოვანი მცენარეების ნაწილები და მათი პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაში არ არის მერქანი;
ბ) მერქნიანი მცენარეების პროდუქტები − მერქნიანი მცენარეების წიწვი, ფოთოლი, ყვავილი, ყვავილის მტვერი, ფისი, წვენი, თესლი, გირჩი, ნაყოფი;
გ) ხის მეორეხარისხოვანი მასალები − მერქნიანი მცენარეების ფესვი, ქერქი, ლაფანი, ძირკვი;
ჰ11) ხეტყის ნარჩენი – ტყის მოვლის ღონისძიებების განხორციელებისა და ხეტყის დამზადების შედეგად წარმოშობილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, აგრეთვე ის ძირნაყარი ხეტყე, რომელსაც ბუნებრივი თუ სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ გააჩნია მერქნული რესურსის ღირებულება;
ჰ12) ძირნაყარი ხეტყე – მიწაზე დაყრილი, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი. აგრეთვე კანონიერად მოჭრილი მერქანი, რომელსაც ტყეკაფის ან ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის/გაუქმების გამო გასული აქვს გამოზიდვის ვადა;
ჰ13) ფაუტი (ფუტურო) – დამპალი, ან მშრალად გამოფიტული, სიმკვრივეს მოკლებული ხე;
ჰ14) ვარჯი – ხის განშტოებული ნაწილი, წარმოდგენილი ტოტებისა და ყლორტების ერთობლიობით;
ჰ15) მერქნიანი მცენარის ვარჯის ფორმირება – არსებული ობიექტების ფუნქციონირების, რეკონსტრუქციის (რეაბილიტაციის) ან დემონტაჟისათვის სპეციალური დანიშნულებით ტყითსარგებლობისას, მთავარი ღეროს, გარდა მერქნიანი მცენარის გვერდითი ტოტების შეჭრა (ჭრა);
ჰ16) სატყეო გზა − სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განსახორციელებლად ტყეში არსებული გზა:
ჰ16.ა) გრუნტის გზა – მოკლევადიანი ტყითსარგებლობისთვის გაყვანილი სამეურნეო გზა;
ჰ16.ბ) მკვრივსაფარიანი გზა – ტყეში არსებული ხრეშმოყრილი ან/და მოშანდაკებული გზა, რომლის მოწყობა და რეაბილიტაცია განხორციელებულია გრძელვადიანი სარგებლობისთვის.
ტყით საერთო სარგებლო