1. „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულება (შემდგომში – წესი) აწესრიგებს საქართველოს კანონით „საქართველოს ტყის კოდექსი“ (შემდგომში – „საქართველოს ტყის კოდექსი“) დადგენილ ტყითსარგებლობის ფარგლებში წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. ამ წესით განისაზღვრება ტყითსარგებლობის სახეები და სპეციალური ტყითსარგებლობის უფლების მოპოვების სამართლებრივი საფუძვლები და წესი, აგრეთვე, სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოების (შემდგომში – ტყის მართვის ორგანო) მიერ საქართელოს ტყის კოდექსის საფუძველზე სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ტყის საზღვრებს გარეთ მომსახურების განხორციელების, მერქნიან სახეობათა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის სხვადასხვა კატეგორიისთვის მიკუთვნების და სპეციალური ტყითსარგებლობის ფარგლებში შესაბამისი საკომპენსაციო საფასურების განსაზღვრის წესი.

3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში – სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტო) საქმიანობა ტყითსარგებლობის სფეროში წესრიგდება ამ წესის საფუძველზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტყის სარგებლობის სფეროსთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ამ წესის მოქმედება ვრცელდება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

5. ამ წესის მიზნებისათვის, ტყითსარგებლობის სახეებია საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტყით საერთო სარგებლობა და ტყით სპეციალური სარგებლობის სახეებ