მუხლი 45. ტყის სპეციალური გამოკვლევის გარდამავალი მოწესრიგება
თავი VIII — გარდამავალი დებულებანი
1. ტყის კატეგორიების დადგენამდე/ტყის მართვის გეგმის შემუშავებამდე გარდამავალ პერიოდში, ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ტყით სპეციალური სარგებლობის ან/და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებასა ან მის განუხორციელებლობაზე (ასევე მსგავსი უფლების სხვისთვის მინიჭებაზე).
2. თუ ტერიტორიას არ აქვს მინიჭებული ტყის კატეგორია, სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე ტყითსარგებლობა ხორციელდება „საქართველოს ტყის კოდექსის“ 37-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
3. ტყის სპეციალური გამოკვლევა შეიცავს წესის დანართ №5-ში მითითებულ ინფორმაცია
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 45, №427, 25.08.2021, სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.022982 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5247768/muxli-45/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია