1. ტყითმოსარგებლეებზე, რომლებსაც ამ წესის ამოქმედებამდე მფლობელობაში ჰქონდათ ტყითსარგებლობის გენერალური ან/და ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია, ვრცელდება ტყითსარგებლობის გეგმის მოქმედება. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია, შემდგომი სარევიზიო პერიოდისთვის ახალი ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძვლად გამოიყენოს არსებული ტყითსარგებლობის გეგმის მასალები.
2. ტყითსარგებლობის გენერალური ან/და ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძველია მოქმედ ტყითსარგებლობის გეგმაში ასახული ტყის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) მასალები და იგი მტკიცდება მოქმედი ტყითსარგებლობის გეგმის სარევიზიო პერიოდის ფარგლებში.
3. ტყის შესაბამის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის განხორციელებამდე ტყის მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, ისარგებლოს ბოლო ტყეთმოწყობის პროექტით (მათ შორის, კორომთა გეგმებით) „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული ტყის კონტურის ფარგლებში, ამასთან, აღნიშნულის გათვალისწინებით, ტყის მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს მისდამი დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიების დაყოფა სატყეო უბნებად (მათ შორის, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად