1. საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზნებია:

ა) ტყის ეკოლოგიური ფუნქციისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ტყის ეკონომიკური პოტენციალის მდგრადი გამოყენებისა და მისი სოციალური ფუნქციის შესრულების ხელშეწყობა;

ბ) ტყის ნიადაგდაცვითი და წყალ- და კლიმატმარეგულირებელი ფუნქციების შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება;

გ) ტყის პროდუქტიულობის, მათ შორის, ტყის რესურსების, ტურიზმისა და რეკრეაციის შესაძლებლობების, რაციონალური გამოყენება, გრძელვადიანი სარგებლის მიღების გათვალისწინებით;

დ) ტყის ეკოსისტემურ მომსახურებებთან დაკავშირებული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და სხვ.) ჰარმონიული და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტყის ეკოსისტემების უარყოფითი კუმულაციური ზეგავლენისგან დაცვა.

2. ტყის კატეგორიის უმცირეს ერთეულს წარმოადგენს კვარტალი, ხოლო სამეურნეო და დაცვითი კატეგორიის ტყეებში - ლიტერი.

3. საქართველოს ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − შესაბამისი უფლებამოსილი ორგან