1. ტყის მართვის გეგმაში აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) საკვლევი ობიექტის ბუნებრივ-ისტორიული, ეკოლოგიური და ეკონომიკური პირობები;

ბ) ტყეში მომხდარი ცვლილებები და წარსულში განხორციელებული საქმიანობები;

გ) ტყის დახასიათება;

დ) ტყის მეურნეობის ორგანიზაციის ძირითადი დებულებანი და მომავალ სარევიზიო პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები;

ე)  სატყეო ინფრასტრუქტურა;

ვ) ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებები.

2. სამეურნეო ჭრებით დასამზადებელი ხეტყის ოდენობა დგინდება საანგარიშო ტყეკაფით ამ წესის დანართ №4-ის საფუძველზე.

3. ტყის მართვის გეგმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ხნოვანების კლასების და დაპროექტებული ღონისძიებების უწყისები, სატაქსაციო აღწერები, გეოინფორმაციულ მონაცემთა ბაზა და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალა. კარტოგრაფიული მასალა დგება UTM (WGS-84) მეტრულ კოორდინატთა  სისტემაში (შესაბამისი თემატური რუკებით).

4. ტყის მართვის გეგმის  შედგენის  ტექნიკური  დავალებით  განისაზღვრება  ამ  მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების შინაარსი და მოცულობა.

5. ტყის მართვის გეგმის შედგენისთვის ტექნიკური დავალების შემუშავება  და დამტკიცება ხორციელდება  ტყის მართვის შესაბამისი ორგანოს მიე