1. ტყის მონიტორინგის მეთოდებია საჰაერო და სახმელეთო.

2. საჰაერო მონიტორინგი ხორციელდება კოსმოსური სურათებზე დაკვირვებით და აეროფოტოსურათების (ორთოფოტოგეგმების) გამოყენებით.

3. სახმელეთო მონიტორინგი ხორციელდება საკვლევი ობიექტის (ობიექტების) ფაქტობრივი მდგომარეობის ფიზიკური დათვალიერება-შესწავლით, ხოლო მიუდგომელი ტერიტორიებისთვის დისტანციური დათვალიერებით, მიზნობრივი კვლევისთვის მუდმივი სანიმუშო ფართობების მონაცემთა განახლებით, ან ახლის აღრიცხვა/აზომვით.

4. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი ორგანოს (პირის) მიერ განხორციელებული საჰაერო მონიტორინგის შედეგები ან განახორციელოს სახმელეთო მონიტორინგი.

5. მონიტორინგის საბოლოო მონაცემები უნდა იყოს სარწმუნო და ეს მონაცემები აისახება ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემაშ