თავი V — ტყის მართვის გეგმა/წლიური სამოქმედო გეგმა/სპეციალური გამოკვლევა
1. ტყის მართვის გეგმის შედგენის საფუძველია ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული ტყეთმოწყობის მასალები.
2. ტყის მართვის გეგმაში ცვლილებები შედის ამ გეგმით გათვალისწინებული სამეურნეო ან/და მოვლითი ჭრების (გარდა სანიტარიული ჭრებისა) მოცულობის გაზრდის შემთხვევაში. ტყის მართვის გეგმაში შეტანილი ცვლილება შეიძლება გახდეს ტყის კატეგორიის შეცვლის საფუძველი. ცვლილებები შეეხება ტყის მართვის გეგმის შემადგენელ შემდეგ ცხრილებს: „სამეურნეო ჭრის ყოველწლიური ოდენობა სარევიზიო პერიოდში“, „მოვლითი ჭრების ყოველწლიური ოდენობის გაანგარიშება“, „ყველა სახის ჭრების ყოველწლიური ოდენობა“, „ფართობების განაწილება ტყის კატეგორიებად“, სატაქსაციო ბარათი და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 28, №427, 25.08.2021, სარეგისტრაციო კოდი 360160000.10.003.022982 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5247768/muxli-28/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია