1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო/კერძო მესაკუთრე ტყის მართვის გეგმის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს შემთხვევაში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს, ხოლო მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოს შემთხვევაში - შესაბამის მუნიციპალურ ორგანოს.
2. ტყის მართვის გეგმის დამტკიცებაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ტყის მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ, ან შესაბამისი დასაბუთებული შენიშვნებით უკან უბრუნებს ტყის მართვის შესაბამის ორგანოს. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება „საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.
3. ტყის მართვის გეგმაში ცვლილების შეტანა ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისა