1. ტყის მონიტორინგის ობიექტია საქართველოს ტყე.
2. ტყის მონიტორინგის წარმოების პირველად რგოლს წარმოადგენს სატყეო/სამცველო. აუცილებლობის შემთხვევაში მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს სხვა უმცირეს ერთეულში (კვარტალი, ლიტერი).
3. ტყის მონიტორინგს ახორციელებს ტყის მართვის ორგანო/სამინისტრო, ხოლო შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ტყითსარგებლობის შემთხვევაში - ტყითმოსარგებლე, რომელიც ტყის მონიტორინგის შედეგებს ტყის მართვის ორგანოს წარუდგენს ყოველი მომდევნო წლის პირველ მაისამდ