1. ტყის სპეციალურ გამოკვლევას გეგმავს და ატარებს ტყის მართვის ორგანო, გარდა განსაკუთრებული დანიშნულებით ტყის სპეციალური სარგებლობისა.
2. ტყის სპეციალური გამოკვლევა ტარდება:
ა) ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა-გაშენების პროექტის შედგენისთვის, ტყის პათოლოგიური მდგომარეობის დადგენისთვის;
ბ) ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენისთვის;
გ) ტყის რესურსების ეფექტიანი მართვისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების ოპერატიული განხორციელების (მათ შორის ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების) უზრუნველსაყოფად;
დ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად. როდესაც შესაბამისი საქმიანობა ხორციელდება 36 გრადუსი ან მეტი დაქანების ფერდობზე, იგი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გეოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ, ხოლო 31-დან 36-მდე დაქანების ფერდობზე შესაძლებელია დადგინდეს ასეთი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება. გამოკვლევა ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ტყის მერქნული რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების შესახებ. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე.
3. ტყის სპეციალური გამოკვლევა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:
ა) საკადასტრო აზომვით ნახაზს ან/და აბრისით განსაზღვრული ფართობის დაზუსტებული ინფორმაციას;
ბ) ფართობის სატაქსაციო დახასიათებას (საჭიროების შემთხვევაში - სანიმუშო ფართობების მიხედვით).
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციას.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქმედებებზე.
საქართველოს ტყის კატეგორიზაციის წე