1. ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძველია ტყეთმოწყობის მასალები.

2. ტყითსარგებლობის გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მონიტორინგის ან/და სხვა გამოკვლევის საფუძველზე.

3. ტყითსარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის ტექნიკური დავალების შემუშავება და დამტკიცება ხორციელდება ტყის მართვის შესაბამისი ორგანოს მიერ, ხოლო აღრიცხვას ახორციელებს და აღრიცხვის მასალების საფუძველზე ტყითსარგებლობის გეგმას ადგენს ლიცენზიის მფლობელ