მუხლი 67. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის სამართლებრივი საფუძვლები
თავი XIV — სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობა
1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. დაინტერესებული პირის განცხადება და თანდართული დოკუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ამ კოდექსისა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნებს.
3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს ტყის მართვის ორგანო.
თავი XV
განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 22.05.2020).
Kკასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს ტყის კოდექსის 67-ე, 63-ე მუხლები, ასევე, არასწორად გამოიყენა და არასწორი განმარტება მისცა საქართველოს ტყის კოდექსის 53-ე, 57-ე, 61-ე მუხლებს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
Law of Georgia „FOREST CODE OF GEORGIA“, მუხლი 67, №5949-სს, 22.05.2020, სარეგისტრაციო კოდი 390000000.05.001.019838 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4874066/muxli-67/