1. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება იწყება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია:
ა) საქმიანობის შესახებ;
ბ) კვლევის მიზნის და მეთოდის შესახებ;
გ) მერქნული რესურსის გამოყენების საჭიროების შემთხვევაში, მისი სახეობების და მოცულობის შესახებ;
დ) საქმიანობის ვადების შესახებ;
ე) გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობის შესახებ.
3. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, იღებს ტყის მართვის ორგან