1. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლება შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 5 წლის ვადით.
2. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისთვის ფართობების შერჩევა უნდა მოხდეს ტყის მიწაზე, ან ისეთ ტერიტორიაზე, სადაც ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისთვის დასაშვებია ტყის მერქნული რესურსების ჭრა ერთ ჰექტარზე არაუმეტეს 20 მ3-ზე ოდენობით, თუ აღნიშნული ნაგებობის განთავსებისთვის სხვა ფართობის ალტერნატივა არ არსებობს. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა. მოჭრილი მერქნული რესურსი გაიცემა ტყის მართვის ორგანოს მიერ, ამ წესის შესაბამისად.
3. თავისი ინიციატივით ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადამდე ადრე უპირობოდ შეწყვეტის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულებია, ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუმეტეს 6 თვის ვადაში, თავისი ხარჯით, მოახდინოს სახაზო ნაგებობის დემონტაჟი და გატანა და ტყითსარგებლობისთვის გადაცემული ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტით ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა (დაბრუნება). სახაზო ნაგებობის სრულ დემონტაჟამდე ტყითმოსარგებლე აგრძელებს ტყის ფართობით ფაქტობრივი სარგებლობისთვის შესაბამისი საფასურის გადახდას.
4. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს ერთი თვისა, ტყითმოსარგებლე ვალდებულია შეატყობინოს ტყის მართვის ორგანოს ტყითსარგებლობის გაგრძელების ინტერესის თაობაზე, რის საფუძველზეც ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია გამოაცხადოს აუქციონი.
5. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, ასევე ახალ აუქციონში სხვა სუბიექტის გამარჯვების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 თვეში, თავისი ხარჯით, მოახდინოს სახაზო ნაგებობის დემონტაჟი, გატანა და ტყითსარგებლობისთვის გადაცემული ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტით ტყის მართვის ორგანოსთვის გადაცემა (დაბრუნება). დემონტაჟის ვალდებულება არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როცა ძველ და ახალ ტყითმოსარგებლეს შორის არსებობს შეთანხმება ტყის ფართობზე არსებული ინფრასტრუქტურის გადაცემასთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება უნდა წარედგინოს ტყის მართვის ორგანო