1. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით,2. დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) შერჩეული ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) შერჩეული ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალ(ებ)ის და ლიტერის, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზების, შენობა-ნაგებობისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ.

3. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მოცემული უნდა იყოს ინფორმაცია:

ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);

ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ;

გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზების, შენობა-ნაგებობის და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ;

დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ;

ე) შერჩეულ ტყის ფართობზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ;

ვ) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათების შესახებ;

ზ) ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობისას გასათვალისწინებელი წესები და ტექნიკური პარამეტრების თაობაზე.

4. უკონტროლო ძოვებით ტყის და ტყის ეკოსისიტემის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, თავშესაფარში და სანაშენეში მყოფ ცხოველთა ამ თავშესაფრის და სანაშენის გარე ტერიტორიაზე ძოვება ექვემდებარება სპეციალურ რეგულირებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისა