1. თევზის მეურნეობის/სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის უფლების ვადა განისზღვრება შესაბამისი საქმიანობის განხორციელების მიზნით გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადის შესაბამისად.
2. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნით ფართობის შერჩევა უნდა მოხდეს ტყის მიწაზე, ან ისეთ ტერიტორიაზე, სადაც თევზის მეურნეობის მოწყობის მიზნისთვის დასაშვებია ტყის მერქნული რესურსების ჭრა ერთ ჰექტარზე არაუმეტეს 20 მ3 ოდენობით.
3. სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის ტყის ფართობის შერჩევა უნდა მოხდეს კვარტლის დონეზე და არ უნდა იწვევდეს კვარტლის გაყოფას.
4. თევზის მეურნეობის/სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითმოსაგებლეს ეკისრება ტყის ფიზიკური დაცვის და ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვის ვალდებულებ