1. თევზის მეურნეობის მოწყობის მიზანია ტყეში არსებულ ან ახლად მოწყობილ ტბორში, კომერციული მიზნისთვის, თევზის გამოზრდა და მისი მოპოვება. ამასთან, თევზის მეურნეობის მოწყობისთვის გამოყენებულ ტბორს არ უნდა ქონდეს პირდაპირი ბუნებრივი კავშირი წყალაღებისთვის გათვალისწინებული ზედაპირული წყლის ობიექტებთან.

2. სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზანია ტყის ტერიტორიაზე ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, შენარჩუნების, დაცვის და სამეურნეო გამოყენებისთვის, ტერიტორიის ტურისტული და რეკრეაციული პოტენციალის განვითარებისთვის, ასევე, ნადირობის ობიექტებზე სანადიროდ შესაბამისი მეურნეობის მოწყობა.

3. თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის შესაბამისი ტყის ფართობების შერჩევა ხდება ტყის მართვის ორგანოს ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის ან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზ