1. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის უფლება შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 49 წლის ვადით.

2. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ფართობის შერჩევა უნდა მოხდეს ტყის მიწაზე, ან ისეთ ტერიტორიაზე, სადაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისთვის დასაშვებია ტყის მერქნული რესურსების ჭრა 1 ჰექტარზე არაუმეტეს 20 მ3 ოდენობით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისთვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად ჭრა.

3. პლანტაციურ მეურნეობაში ხეტყის დამზადება ხდება პლანტაციური მეურნეობის მიზნებიდან გამომდინარე. ხეტყის დამზადება ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი წარმოადგენს პლანტაციური მეურნეობის მწარმოებელი პირის საკუთრებას.

4. დაინტერესებული პირის მიერ პლანტაციური მურნეობის ფართბობებზე დასაშვებია პირწმინდა სამეურნეო ჭრა.

5. პლანტაციური მეურნეობის მიზნით გაცემულ ტყის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობ