1. საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა (შემდგომში – რეკრეაციული ტყითსარგებლობა) გულისხმობს დასვენების, ფიზიკური გაჯანსაღებისა და სხვა მსგავსი მიზნებისთვის ტყის ფართობის გამოყენებას აუცილებელი შენობა-ნაგებობების, მათ შორის, კვების ობიექტებისა და დამხმარე სათავსების აშენებით, მოწყობილობებისა და სპორტული ინვენტარის დამონტაჟებით, სასეირნო ბილიკებისა და გადასახედების და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობით.
2. რეკრეაციული ტყითსარგებლობის უფლების მაძიებელს ამ უფლების მოპოვება არ ათავისუფლებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგა