1. რეკრეაციული ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობით სარგებლობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. დაინტერესებული პირის განცხადებაში, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს:
ა) რეკრეაციული ტყითსარგებლობის ფარგლებში განზრახული საქმიანობის აღწერა;
ბ) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
გ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;
დ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორამციისა, რეკრეაციული ტყითსარგებლობით დაინტერესებულმა პირმა ტყის მართვის ორგანოში ასევე უნდა წარადგინოს ტერიტორიის განვითარების გეგმა, იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, რომ ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ხეების დაზიანება, შენარჩუნებული უნდა იქნეს ბუნებრივი ლანდშაფტი, ცხოველთა და მცენარეული სამყაროს ობიექტები, ზედაპირული წყლის ობიექტები.
3. რეკრეაციული ტყითსარგებლობისთვის ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით ფართობის შერჩევა ხდება ტყის ფართობზე, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. ტყის ფართობის შერჩევის მასალები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) შერჩეული ტყის ფართობის და მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება;
ბ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია;
გ) ინფორმაცია შერჩეულ ფართობზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ.
4. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ტყის რეკრეაციული პოტენციალის რაციონალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად, უზრუნველყოს ტყის განსაზღვრულ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის (ბილიკები, გზამკვლევები, დროებითი ნაგებობები და სხვ.) განვითარება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით, ხოლო პროექტის დასრულების შედეგად მოწყობილი ინფრასტრუქტურა სამართავად გადაეცემა ტყის მართვის ორგანოს.
6. ტყის მართვის ორგანო ასევე უფლებამოსილია, სახელმწიფო ტყის ფართობი, მასზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურით, დროებით სარგებლობაში გასცეს ამავე წესით განსაზღვრული გრძელვადიანი ტყითსარგებლობისთვის სახელმწიფო ტყის ფართობის გაცემისთვის დადგენილი წესი