1. ტყითსარგებლობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) ტყითსარგებლობის რეგულირებისა და დაგეგმვის ორგანიზებას;

ბ) ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას;

გ) მერქნული რესურსით უზრუნველყოფის (გარდა აუქციონის წესით გაცემისა) ღონისძიებების ორგანიზებას;

დ) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების კოორდინირებულ საქმიანობას;

ე) დარგობრივი მიმართულებით, კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას.

2. ტყითსარგებლობის მართვის სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) ტყითსარგებლობის (გარდა სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ტყით სპეციალური სარგებლობის სახეებისა) განხორციელების თაობაზე საქმისწარმოების უზრუნველყოფა;

ბ) ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტების ტყითსარგებლობის გეგმების განხილვის ორგანიზება, შესაბამისი დასკვნების მომზადება და სამინისტროში დასამტკიცებლად წარდგენა;

გ) ტყითსარგებლობის გეგმების განხილვა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

დ) ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით გასაცემი ობიექტის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება;

ე) სახელმწიფო ტყის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე საკითხის განხილვა და სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის შეგროვება და სისტემატიზაცია;

ზ) ელექტრონული საინფორმაციო სისტემის შემუშავების ორგანიზება;

თ) მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის განვითარებისათვის, ასევე, ახალი პროგრამული მოდულების შემუშავებისა ან/და ცვლილებების შეტანისათვის წინადადებების მომზადება;

ი) ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში მომხმარებელთა დაშვებების უზრუნველყოფა ინფორმაციასთან წვდომის იერარქიული დონეების გათვალისწინებით, სისტემის მომხმარებელთათვის პრაქტიკული და მეთოდური დახმარებების გაწევა;

კ) ტყის სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისათვის საკომპენსაციო საფასურის დაანგარიშების ორგანიზება;

ლ) ტყით სპეციალური სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების ორგანიზება. საჭიროების შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლის მიზნით განხორციელებულ შემოწმებაში მონაწილეობის მიღება. კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა;

მ) დადგენილი წესით, სატყეო გზების მოწყობის ან/და რეაბილიტაციის ორგანიზება;

ნ) მოსახლეობის სოციალური მიზნების დაკმაყოფილებისათვის ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოების კოორდინაცია;

ო) უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

3. მერქნული რესურსების მართვის სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) მერქნული რესურსით სარგებლობის (გარდა აუქციონის წესით გაცემისა) ორგანიზება;

ბ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ჭრების დაგეგმვა;

გ) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია;

დ) ხე-ტყის დამზადების პროცესის ზედამხედველობა, ამ მიზნით პერიოდულად კამერალური და საველე შესწავლების უზრუნველყოფა;

ე) ხე-ტყის დამზადების ანალიზი, შეფასება და ტექნიკური დავალების მომზადება;

ვ) უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ