1. სააგენტოს ძირითადი მიზნებია:
ა) ტყის მოვლა და აღდგენა;
ბ) ტყის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება.
2. სააგენტოს ძირითადი ამოცანებია:
ა) ტყის მართვა წინამდებარე დებულების, საკანონმდებლო და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში;
ბ) ტყის მოვლის და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
გ) ტყითსარგებლობის რეგულირება;
დ) ტყის კონტროლის (გარდა სალიცენზიო პირობებისა) განხორციელება კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში;
ე) ტყის აღრიცხვის განხორციელებ