1. ტყის აღრიცხვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:
ა) ტყის აღრიცხვისა და დაგეგმვის ღონისძიებების ორგანიზებას;
ბ) ტყის მართვის გეგმების შედგენის ორგანიზებას;
გ) ტყის მონიტორინგს და მიღებულ მონაცემთა დამუშავებას;
დ) ტყის ფართობების კარტოგრაფიული მასალების მომზადებას;
ე) ტყის საზღვრების კორექტირებას, დაზუსტებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმართვას.
2. ტყის ინფორმაციისა და კადასტრის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) ტყის ფართობების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება;
ბ) ტყის დაკავშირებულ გეოინფორმაციული სისტემის ფუნქციონირების ორგანიზება;
გ) ტყის საზღვრების დაზუსტების ან/და კორექტირების სამუშაოების კოორდინაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
დ) დადგენილი წესით, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება;
ე) სარგებლობის უფლებით გასაცემი სხვა ობიექტის მომზადებაში მონაწილეობა;
ვ) ტყის ფართობის რეგისტრაციის მიზნით მასალების მომზადება და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენა;
ზ) ელექტრონული საინფორმაციო სისტემების შემუშავების ორგანიზება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.
3. ტყის ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილებებია:
ა) ტყის სატყეო უბნებად, სატყეოებად, სატყეო კვარტალებად, ლიტერებად (სატაქსაციო უბნებად) დაყოფის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ბ) ტყის აღრიცხვის ორგანიზება;
გ) ტყის მონიტორინგის ორგანიზება;
დ) ტყის მართვის გეგმების შედგენა ან/და შედგენის ორგანიზება;
ე) ტყითსარგებლობისა და ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტებთან ერთად ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების შედგენა-განხილვის ორგანიზება;
ვ) ტყის აღრიცხვის ტექნიკური დავალების შემუშავება;
ზ) საკუთარ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ