1. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

2. სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:

ა) ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტი;

ბ) ტყითსარგებლობის დეპარტამენტი;

გ) ტყის აღრიცხვის დეპარტამენტი;

დ) ფინანსური დეპარტამენტი;

ე) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;

ვ) იურიდიული სამსახური;

ზ) სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების სამსახური;

თ) ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

3. სტრუქტურული ქვედანაყოფები თავის მხრივ შესაძლოა დაიყოს სტრუქტურულ ერთეულებად.

4. ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ტყის აღდგენის სამმართველო;

ბ) ტყის დაცვის სამმართველო.

5. ტყითსარგებლობის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ტყითსარგებლობის მართვის სამმართველო;

ბ) მერქნული რესურსის მართვის სამმართველო.

6. ტყის აღრიცხვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ტყის ინფორმაციისა და კადასტრის სამმართველო;

ბ) ტყის ინვენტარიზაციისა და მონიტორინგის სამმართველო.

7. ფინანსური დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საფინანსო სამმართველო;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;

გ) შესყიდვების სამმართველო;

დ) მატერიალური-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

ე) ტრანსპორტის სამმართველო.

8. შიდა აუდიტის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულია: ინსპექტირებისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო.

9. სტრატეგიული დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ) სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების მართვის განყოფილება.

10. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებია:

ა) კახეთის სატყეო სამსახური;

ბ) ქვემო ქართლის სატყეო სამსახური;

გ) მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახური;

დ) შიდა ქართლის სატყეო სამსახური;

ე) სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური;

ვ) იმერეთის სატყეო სამსახური;

ზ) გურიის სატყეო სამსახური;

თ) რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახური;

ი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახური.

11. სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ დებულების დანართი 1-ის შესაბამისა