1. ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ა) ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების ორგანიზებას;

ბ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების, მავნებელ-დაავადებათა მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში დარგობრივი მიმართულებით მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას.

2. ტყის აღდგენის სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) ტყის აღდგენა-გაშენების წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, მიზნობრივი პროგრამების შემუშავება;

ბ) ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების დაგეგმვას, განხორციელების ორგანიზებასა და მონიტორინგს, ამ მიზნით სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე თესლის შეგროვების ორგანიზება;

გ) ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების მომზადება;

დ) სააგენტოში წარმოდგენილი ტყის აღდგენა-გაშენების პროექტების შეთანხმება და დასამტკიცებლად მომზადება;

ე) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებისათვის ტყეების აღდგენა-გაშენების სფეროში მეთოდური დახმარების გაწევა;

ვ) ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობა;

ზ) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

3. ტყის დაცვის სამმართველოს უფლებამოსილებებია:

ა) ტყის მოვლის ღონისძიებების დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის ორგანიზება;

ბ) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებისათვის ტყეების მოვლის სფეროში მეთოდური დახმარების გაწევა;

გ) ტყის მოვლის ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობა;

დ) ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;

ე) მავნებელ-დაავადებათა გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ორგანიზება;

ვ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება;

ზ) სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სააგენტოს უფროსის ბრძანების პროექტის მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელებ