1. შერჩეულ ტერიტორიებზე ტყის აღდგენა-გაშენება ხორციელდება დაგეგმვის საფუძველზე.
2. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს, არსებული საშუალებების გათვალისწინებით, ტყის მართვის გეგმის, წლიური სამოქმედო გეგმის, მონიტორინგის მასალებისა და სხვა სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე, ყოველწლიურად გეგმავს ტყის მართვის ორგანო. აღნიშნული გეგმის საფუძველზე დგება ტყის კონკრეტული ტერიტორიის აღდგენა-გაშენების პროექტი, რომელსაც ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო.
3. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე.
4. საქართველოს ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებს ახორციელებენ ტყის მართვის ორგანოები, აგრეთვე მათთან შეთანხმებით – ფიზიკური და იურიდიული პირები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მართვის ორგანოების მიერ შემუშავებული მეთოდური მითითებების გათვალისწინებით.
5. აღდგენა-გაშენებას ექვემდებარება:
ა) ნახანძრალები და ასევე, სხვა მიზეზით განადგურებული და დეგრადირებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული ტყის ფართობები;
ბ) ტყის ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა ტყის აღდგენა-გაშენების საშუალებას;
გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.
6. სასაზღვრო ზოლსა და სასაზღვრო ზონაში ტყის აღდგენა-გაშენების შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან შეთანხმები