1. ტყის აღდგენა-გაშენება არის სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ქარისმიერი, წყლისმიერი და სხვა ეროზიული პროცესებისგან ნიადაგის დაცვა, აგრეთვე დაბალი სიხშირისა და წარმადობის კორომებში სახეობრივი შემადგენლობისა და პროდუქტიულობის, ტყის დაცვითი და სხვა სასარგებლო ფუნქციების გაუმჯობესება.

2. ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებებია:

ა) ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა;

ბ) ტყის აღდგენა-გაშენება დარგვით ან/და თესვით;

გ) რეკონსტრუქცი