1. ტყეში სახანძრო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შემდეგი ზომების გატარება:
ა) ტყის ტერიტორიაზე: ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში (ტყის ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), დამზადების ნარჩენებიდან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავად დატოვებული დამზადებული მერქნის ადგილებში, ტორფიან და გამხმარ ბალახიან ადგილებში ცეცხლის დანთების აკრძალვა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ბ) ტყის დანარჩენ ტერიტორიაზე ცეცხლის დანთების დაშვება ამისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებში (ცეცხლის დასანთებად უნდა მოეწყოს ცეცხლის დასანთები ადგილი (ბაქანი), რაც გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) ტერიტორიის გაწმენდას ან/და ადგილის შერჩევას ნიადაგის მინერალიზირებულ ფენამდე გაშიშვლებულ, მინიმუმ 0,25 მ-ის სიგანის ზოლით შემოსაზღვრულ, მოედანზე. ამავე დროს, სრულად უნდა იქნეს გამორიცხული ნორჩი ხეების, მათ შორის მათი ფესვების ცეცხლით დაზიანება);
გ) ხანძარსაწინააღმდეგო ნაკვეთურებში, მინერალიზირებულ ზოლებსა და ბარიერებზე დამზადებული ხეტყის დასაწყობების აკრძალვა.
2. ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის გაწმენდის მიზნით ტყის მავნებელ- დაავადებებით დაზიანებული ხეების მოჭრითა და გაქერქვით მიღებული ხეტყის ნარჩენების ტყეში დაწვა ნებადართულია იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შეუქმნის საფრთხეს ტყეს, არ გააუარესებს მისი ნიადაგის ხარისხს ან არ შექმნის ტყეში ხანძრის გაჩენის საშიშროებას.
3. ტყეში აკრძალულია:
ა) ჩაუქრობელი ასანთის ღერის, სიგარეტის ნამწვავისა და სხვა აალებადი საგნების გადაგდება;
ბ) ანთებული კოცონის დატოვება;
გ) ბალახის დაწვა
4. ტყის ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ტყის მართვაზე უფლებამოსილ ორგანოებს, აგრეთვე მათ ტერიტორიულ ორგანოებს უფლება აქვთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით ხანძარსაშიშ პერიოდში და ადგილზე თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე დროებით აკრძალონ ტყითსარგებლობა, მოსახლეობის ტყეში ყოფნა, სატრანსპორტო საშუალებებით ტყეში შესვლა და სხვა.
5. ტყითმოსარგებლეები ვალდებულნი არიან:
ა) აწარმოონ დარჩენილი ხეტყის და ადვილად აალებადი მასალების გატანა იმ ვადებში, რომლებიც დადგენილია ტყის მართვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
ბ) ტყეში სამუშაოს ჩატარების ადგილზე და ობიექტებზე, ან/და რეკრეაციული და ტურისტულ ღონისძიებების ჩატარების ზონებში მზადყოფნაში იქონიონ ხანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებები.
გ) სამუშაოების წარმოებამდე, მათ შორის ტყეში რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისას, ჩაატარონ ინსტრუქტაჟი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის და ხანძრის ჩაქრობის ხერხების შესახე