1. ტყის ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებები იგეგმება ტყის მონიტორინგის, ტყეთმოწყობისა და   სხვა სპეციალური გამოკვლევის მასალების და დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმის ან  დროებითი რეგულირების წესის საფუძველზე.

2. ტყის ხანძრებისაგან დაცვის ღონისძიებებს, თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე, გეგმავენ და ახორციელებენ ტყის მართვაზე უფლებამოსილი ორგანოები, ან მათი ზედამხედველობით, კანონმდებლობით განსაზღვრული სუბიექტები, ხოლო სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში ზემოხსენებული ღონისძიებები ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან (შემდგომ - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია) შეთანხმები