1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) ამონაყარი – ხეებისა და ბუჩქების ძირკვებზე ან ფესვებზე მძინარე ან დამატებითი კვირტებიდან განვითარებული ნორჩი ყლორტები, რომლისგანაც ყალიბდება ხე/ბუჩქი;

ბ) აღმონაცენი – მიწის ზედაპირზე ამოსული გამოჩენილი ღივი, კორომის პირველი ხნოვანებითი პერიოდი;

გ) დეგრადირებული კორომი – კორომი, სადაც დაწყებულია ძირითადი ნიშან-თვისებების დაქვეითება, გაუარესება ან/და კორომი, სადაც ბუნებრივი ან/და ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად დაქვეითებულია სატაქსაციო მაჩვენებლები;

დ) ტყის ნიადაგის დეგრადა – ცია  – პროცესი, რომლის შედეგად ნიადაგი კარგავს ადრე დაგროვილ ორგანულ ნივთიერებებს, რის შედეგადაც ნიადაგი  განიცდის ნოყიერების  დაქვეითებას. ნიადაგის დეგრადაცია იყოფა ფიზიკურ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ფაქტორებად.

ე) ზეხმელი ხე – ზეზემდგომი გამხმარი ხე, რომელსაც შეწყვეტილი აქვს სასიცოცხლო ფუნქციები;

ვ) კალამი – მცენარის აჭრილი ნაწილი, რომლითაც ხდება ვეგეტაციური გამრავლება;

ზ) ტყის ხანძარსაშიშროების კლასი – ტყის ხანძრების წარმოშობის ხარისხი ადგილსამყოფელის პირობებთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვრება ტყის უბნის ხანძარსაშიშროების შეფასების შკალით. შკალის მიხედვით ხანძარსაშიშროების გათვალისწინებით ტყეები იყოფა ხუთ კლასად: I კლასი - ფიჭვის კორომები, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები, წიწვოვანი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; II კლასი - მუხის, რცხილის, წაბლის, აკაციის, ჯაგრცხილის კორომები, ფოთოლმცვენი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; III კლასი - I-II კლასებში შემავალი კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე და IV კლასში შემავალი კორომები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; IV კლასი - სოჭის, ნაძვის, წიფლის და დანარჩენი სახეობების კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; V კლასი - თხმელის, ტირიფის, ლაფნის, ვერხვის, ევკალიპტის კორომები, მარადმწვანე ბუჩქნარები, ჭალის ტყეები და სხვა ჭარბტენიან ტერიტორიებზე არსებული კორომები. ხანძარსაშიშროების კლასი დგინდება თითოეული კვარტალისათვის, მასში შემავალი ლიტერების შესაბამისი მონაცემების გასაშუალოებით;

თ) ტყის  ხანძარსაშიში უბანი – ტყეთმოწყობის მიერ ტყის ხანძარსაშიშროების I-III კლასს (ტყის ხანძრების წარმოშობის ხარისხი ადგილსამყოფელის პირობებთან დაკავშირებით) მიკუთვნებული ტყის უბნები ან/და ტყის მართვის ორგანოების მიერ პერიოდულად განახლებადი ინფორმაციის საფუძელზე იდენტიფიცირებული ტერიტორიები.

ი) კარტოგრაფიული მასალა:

ი.ა) საპროექტო ტერიტორიის გეგმა – მასშტაბი 1:10 000 შესაბამისი ლეგენდით;

ი.ბ) ტერიტორიის ორგანიზაციის სქემა - დოკუმენტი, სადაც დატანილია ტყის აღდგენის პროექტით განსაზღვრული ყველა ძირითადი ღონისძიება (სათესი ან/და სარგავი ადგილები, ღობე, გზები და ბილიკები და სხვა.);

კ) მინერალიზებული ზოლი – ხანძარსაშიში ტყის კორომების გასწვრივ ადვილად აალებადი მასალებისაგან (ძირნაყარი, ქვეტყე, მკვდარი საფარი და სხვ.) გაწმენდილი და ნიადაგის მინერალურ ფენამდე დამუშავებული, არანაკლებ 4 მეტრის სიგანის ზოლი;

ლ) თესლნერგი –  3 წლამდე მცენარე, რომელიც სანერგეში თესლიდანაა გაზრდილი;

მ) ნერგი –  სანერგეში აღზრდილი 3-დან 10 წლამდე, ხოლო სწრაფმზარდის შემთხვევაში 1-დან 10 წლამდე მცენარე;

ნ) თესლის პასპორტი – ინფორმაცია თესლის წარმოშობისა და ხარისხის შესახებ;

ო) პლიუსური ხე – ხე, რომელიც ხასიათდება ძლიერი ზრდით და ჯანსაღი ღეროთი.

პ) პათოლოგიური გამოკვლევა – ტყის სანიტარული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა;

ჟ) რეკონსტრუქცია – არასასურველი ხეების ან/და ქვეტყის მ.შ. მარადმწვანე ქვეტყის მოჭრა და ჭრის შედეგად გამოთავისუფლებულ ფართობზე ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა ან/და ტყის აღდგენა/გაშენება;

რ)  პლანტაცია – ბუნებრივი ტყისთვის ზიანის მიუყენებლად მერქნული და არამერქნული რესურსების და მათი პროდუქტების მიღების, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, საახალწლო წიწვოვანი ხე-მცენარეების მიღება და სხვ.) ნარგაობის შექმნის მიზნით გაშენებული ფართობი.

ს) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები – ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიება, რომელიც ხორციელდება ტყის აღდგენა-გაშენების, მოვლისა და დაცვის და ტყით მდგრადი სარგებლობის მიზნით;

ტ) სახანძრო ბილიკი  – ტყეში  ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციისა და ხანძრის შემთხვევაში მისი დროული ლიკვიდაციის  უზრუნველსაყოფად გაყვანილი 2,5 მ-მდე სიგანის ბილიკი;

უ) სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული;

ფ) ტყის მავნებელ-დაავადებები − მავნე ორგანიზმები (მწერი, მღრღნელი, სოკო, ბაქტერია, ვირუსი, ნემატოდები და სხვ.), რომელთა რაოდენობის მატებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ტყის ეკოლოგიურ მდგომარეობას ან არსებითად შეამციროს მერქნის ხარისხი;

ქ) ტყის აღდგენა-გაშენება – სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მრავალწლიანი ციკლი, რომლის მიზანია ფართობების გაშენება, აგრეთვე დაბალი სიხშირისა და სხვა ტყის დეგრადირებული კორომების აღდგენა;

ღ) ტყის კულტურები – ტყეში თესვით ან დარგვით (მათ შორის დაკალმებით) მიღებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები;

ყ) სატყეო-საკულტურო ფართობი – ტყის კულტურების გასაშენებლად შერჩეული ფართობი;

შ) სპეციალური გამოკვლევა –  ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენების, მოვლის მიზნებისათვის, აგრეთვე ტყის პათოლოგიური მდგომარეობის დადგენისთვის ჩატარებული კვლევა;

ჩ)  სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ტყის შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის აღზრდა. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი;

ც) ტყის მოვლა – სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა სისტემა, რომლის მიზანია ტყის მდგრადი, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბება, მისი ბუნებრივი სასარგებლო თვისებებისა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება;

ძ) ტყის ხანძარი – ტყის მკვდარ საფარზე, ნაყარ ფოთლებზე, ხავსზე, ბალახსა და ბუჩქებზე, კორომში ზეზემდგომ ხეებზე ანმიწისქვეშა ცეცხლის მოდება;

ძ.ა) მიწისქვეშა ხანძარი – ნიადაგის ფენის ქვეშ მიმდინარე ხანძარი;

წ) ფაუტი ხე (ფუტურო)–დამპალი, ან მშრალად გამოფიტული, სიმკვრივეს მოკლებული ხე;

ჭ) ფესვის ნაბარტყი – ყლორტი, რომელიც წარმოიქმნება  ზოგიერთი სახეობის ფესვებზე (დამატებითი კვირტებისაგან) და აქვს საკუთარი ფესვთა სისტემა;

ხ) ძირნაყარი ხე-ტყე – მიწაზე დაყრილი, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი. აგრეთვე კანონიერად მოჭრილი მერქანი, რომელსაც ტყეკაფის ან ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლის/გაუქმების გამო გასული აქვს გამოზიდვის ვადა;

ჯ) ჭრის ინტენსივობა – მოვლითი ჭრის დროს ხეთა გამოხშირვის რაოდენობა, რომელიც ამცირებს საერთო მარაგს, სიხშირეს, საბურველის შეკრულობას ჭრის ერთ ჯერზე, რაც გამოისახება პროცენტებში;

ჰ) ხმობადი ხე – ხე, რომლის ორი მესამედი გამხმარია.

ჰ1) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა − აღსადგენი ტერიტორიის (ფართობის) მთლიანი ან ნაწილობრივი შემოღობვა, ტყის აღმონაცენის ან/და ამონაყრის ძოვებისგან დაცვა, შემოღობილ ფართობზე ნიადაგის ქვეტყისა და სარეველა ბალახისაგან გაწმენდა, ნიადაგის აჩიჩქვნა თვითმოთესვის ხელშეწყობის მიზნით, აგრეთვე განახლება შერგვით/თესვით;

ჰ2) ფენოლოგიური დაკვირვება – მერქნიან სახეობათა თესლმსხმოიარობაზე და მის ფაზებზე თვალზომური დაკვირვება, თესლების მოსალოდნელი რაოდენობისა და ხარისხის შეფასების მიზნით;

ჰ3) ტყის ხანძრის საშიშროების დონე  – ტყის ტერიტორიაზე ხანძრის საფრთხის ხარისხი, რომელიც განისაზღვრება/დგინდება შესაბამისი მეთოდიკით. გამოიყოფა ტყის ხანძრის საშიშროების 5 დონე (დაბალი, მცირე, საშუალო, მაღალი და ძალიან მაღალი/საგანგებო).

ჰ4) ტყის სელექციური აღრიცხვა – ტყეთმოწყობის ნაწილი, რომლის დროსაც ხდება პლიუსური კორომების ან/და ხეების შერჩევა.

ჰ5) სახანძრო დანიშნულების გზა – ტყეში მოწყობილი არანაკლებ 4,5 მეტრის სიგანის მიწის ფენის ზოლი, არანაკლებ 3 მეტრის სიგანის სავალი ნაწილით და არანაკლებ 0,5 მეტრის სიგანის გზის გვერდული პირით, რომელიც განკუთვნილია ხანძრის დროს  ყველა სახის საავტომობილო, სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტის გადაადგილებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ტვირთების გადატანისათვის, ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების წყაროებთან და მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის ტყის უბნებში მისასვლელად.

2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები უნდა განიმარტოს საქართველოს კანონის ,,საქართველოს ტყის კოდექსის” საფუძველზე.

თავი  II

ტყის დაც