1. აკრძალულია ისეთი ქმედება, რომელიც იწვევს ტყის განადგურებას, კერძოდ ტყის ნიადაგის საშუალო ან საშუალოზე მეტ დეგრადაციას ან/და ტყის ნიადაგს უქმნის მეწყრული ან ეროზიული პროცესების აშკარა საფრთხეს და შეუძლებელს ხდის ტყის დროულ აღდგენა-გაშენებას, აგრეთვე, რომელიც დაუცველს ხდის ტყეს ისეთი საფრთხეების ზემოქმედებისაგან, როგორებიცაა: ქარი, ხანძარი, ბიოლოგიური და ქიმიური პრეპარატების გამოყენება, ტყის მავნებელ-დაავადებების გავრცელება და ნებისმიერი დაბინძურება, საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სხვა ნარჩენებისაგან.

2. საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სხვა ნარჩენებისა და მავნე ნივთიერებებისგან ტყის გაწმენდის ვალდებულება ეკისრება დამბინძურებელს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესი